გელა ზაალიშვილმა რუს ბაშაევს იპონით სძლია და თელ ავივის გრან სლემის ჩემპიონია

გელა ზაალიშვილმა რუს ბაშაევს იპონით სძლია და თელ ავივის გრან სლემის ჩემპიონია

თელ ავივილის ძიუდოს გრან სლემის ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მოიპოვა გელა ზაალიშვილმა, რომელმაც ფინალში, რუსი ტამირლან ბაშაევს იპონით მოუგო. გელა ზაალიშვილმა, ნახევარფინალში გურამ თუშიშვილს სძლია, რომელმაც თავის მხრივ, ბრინჯაოსთვის ბრძოლა ბელარუს ვახავიაკს არ დაუთმო. ზაალიშვილის ოქრო საქართველოს ნაკრებისთვის მეორეა. დღესვე, გრან სლემის ტრიუმფატორი გახდა ლაშა ბექაური (-90კგ). თელ ავივის გრან სლემი ეროვნულმა გუნდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვიცე ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა თემურ ნოზაძე, ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანს, ბაჩო…

მეტი

ძიუდოს ეროვნული ნაკრების დოჰას მასტერზე გაემგზავრა

ძიუდოს ეროვნული ნაკრების დოჰას მასტერზე გაემგზავრა

დოჰას მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 15 სპორტსმენით გამოვა, აქედან 13 მამაკაცია, ორი კი ქალი. ეროვნული გუნდი ყატარის დედაქალაქში გამთენიას გაემგზავრა. წლის პირველი ტურნირისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: -60 კგ ლუხუმ ჩხვიმიანი თემურ ნოზაძე -66 კგ ბაგრატ ნინიაშვილი ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ ლაშა შავდათუაშვილი -81 კ ლუკა მაისურაძე ტატო გრიგალაშვილი -90 კგ ლაშა ბექაური ბექა ღვინიაშვილი -100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი +100 კგ გურამ თუშიშვილი გელა ზაალიშვილი ლევან მატიაშვილი ქალები -52 კგ ტატიანა ლევიცკაია შუკვანი -57 კგ…

მეტი

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 10 კაციან მაკედონიას ისევ ვერ მოუგო

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 10 კაციან მაკედონიას ისევ ვერ მოუგო

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ – 1:1 ითამაშა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა, მოედანზე 10 კაცით დარჩენილ მაკედონიელებს, ამ ჯგუფის პირველი მატჩის მსგავსად, რომელიც “დინამო არენაზე” გაიმართა და იქაც მოთამაშე გაუძევეს მეტოქეს, ამჯერადაც ვერ მოუგო. მატჩის პირველმა ნახევარმა უღიმღამოდ ჩაიარა, ისე რომ, არცერთ გუნდს კარში არ დაურტყამს. მეორე ტაიმში, 68-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან დიმიტრიევსკი გააძევა, ვაისმა შეტევა გააძლიერა და მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შემოიყვანა. ზუსტად ოთხ წუთში კი,…

მეტი

საქართველო-ბელარუსი უმაყურებლოდ ჩატარდება

საქართველო-ბელარუსი უმაყურებლოდ ჩატარდება

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალის მატჩი, საქართველოსა და ბელარუსს შორის, 8 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაადასტურა. “5 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო – ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა. მოგეხსენებათ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას…

მეტი

ლადო გეგეშიძის “ოლიმპიური დღიურები”

ლადო გეგეშიძის “ოლიმპიური დღიურები”

ვისაც მისი მუშაობა უნახავს, კარგი მოტივატორია. მოჭიდავეებს ხალიჩაზე ბევრს და სწორად კარნახობს, ქართველი მოჭიდავეების გამარჯვების შემდეგ კი, მათ საკუთარ საფირმო გდებასაც უსრულებს. წელს, ყაზახეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი სამჯერ იხილა გულშემატკივარმა. 2007 წლის შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველად მოიგო პლანეტის პირველობაზე ოქროს მედალი, თანაც  – ორი, 17 წლიანი პაუზის შემდეგ კი გუნდური სამეული გააკეთა. მას მედიასთან კონტაქტი არ უყვარს, ამიტომ, მის ინტერვიუებსაც ხშირად ვერ ნახავთ. არც იმ ბრალდებებს სცემს პასუხს, რომელიც მასთან დაკავშირებით გაჟღერებულა….

მეტი

ვლადიმირ ვაისმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა

ვლადიმირ ვაისმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩებისთვის, 27 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული გუნდი სასტუმრო “ჰუალინგში” 1 ივნისს შეიკრიბება. საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართება. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: მოსკოვის “ლოკომოტივის” 18 წლის ქართველი ლეგიონერი – ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ: მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ…

მეტი

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვა ორივე შეხვედრაში დაამარცხა

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვა ორივე შეხვედრაში დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ, ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ორივეში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. პირველ ტესტ-მატჩში, ქართველებმა ლიეტუვას 7:1 მოუგეს, მეორეში კი – 5:3 იმარჯვეს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მეორე მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმამართა. მეტოქეს თითო გოლი ირაკლი თოდუამ, შოთა თოფურიამ, არჩილ სებისკვერაძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაუტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ლაურინას გლინსკისმა ჩაჭრა. საქართველო 5:3 ლიეტუვა თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“ საქართველო: კუპატაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, ზედელაშვილი…

მეტი

საქართველოს მორაგბეთა “ა” ნაკრები რუსეთთან 12:3 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა “ა” ნაკრები რუსეთთან 12:3 დამარცხდა

დღეს, კრასნოდარში, “ყუბანის” სტადიონზე რუსეთთან გასამართ რაგბი ევროპის მთავარ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ამავე ქალაქში, “ტრუდის” სტადიონზე, დიდი 10-ის მორაგბეებით დაკომპლექტებული საქართველო XV რუსეთის “ა” ნაკრებს ეთამაშა და 12:3 დამარცხდა. მწვრთნელებმა, ბორჯღალოსნების გარდა, საქართველოს შვიდკაცა და 20-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული მორაგბეებიც მოისაკლისეს. მცირე დროის გამო, ვერ მოხერხდა სათანადოდ შეთამაშება, რასაც მოედნის ცუდი საფარიც დაერთო, ჩვენმა გუნდმა შეცდომები მრავლად დაუშვა და უსახურ მატჩში ორი ლელო გაუშვა. სველი და მძიმე გრუნტის გამო, მოედანზე გადაადგილება ჭირდა. პირველი ტაიმის პირველი…

მეტი

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა მატჩი, ირაკლიონში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით – 81:69 დამარცხდა. ორივე გუნდში საუკეთესო ქართველი გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. ამ მოგებით, ილიას ზუროსის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. ეროვნულ ნაკრებს ძირითად ეტაპზე მოსახვედრად ორივე შეხვედრა უნდა მოეგოთ, სერბებს კი  – ორივე წაეგოთ. შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს, ქართველი კალათბურთელები 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავენ. ესტონეთთან დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება. ფოტო: GBF

მეტი

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ საბერძნეთს დაუპირისპირდება

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ საბერძნეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირაკლიონის Dyo Aorakia არენაზე ივარჯიშა. ნაკრების თავკაცმა, ილიას ზუროსმა, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში,  კალათბურთელები არაერთ კომპონენტში ავარჯიშა. დარბაზში მისულ ნაკრების წევრებს ამერიკელი თად მაკფადენი დახვდათ. ეროვნული გუნდის ნატურალიზებული კალათბურთელი კრეტაზე 8 711 კილომეტრი სიშორიდან, ქალაქ დეტროიტიდან ჩამოვიდა და აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში, სავარჯიშოდ მივიდა. მაკფადენი მყისიერად ჩაჯდა იმ სათამაშო ტაქტიკაში, რომლითაც ზუროსი ეროვნულ გუნდს ავარჯიშებს და მოთელვების შემდეგ, ქართველ კალათბურთელებთან სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც თამაშის წინა დღეებში ხდება, აქცენტი კონკრეტულ კომბინაციებს დაეთმო….

მეტი
1 2