დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს

დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ წუხანდლიდან მოყოლებული მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. სრულადაა მობილიზებული ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. ჯერ კიდევ ღამით დაიწყო თბილისს შემოერთებული ტერიტორიებზე გზების გაწმენდა, მათ შორის გაიწმინდა კოჯორი, კიკეთი, ბეთანია, სამადლო, ტაბახმელა, წავკისი, წყნეთი, ბაგების დასახლება და დიდგორი, დიდი დიღომი. 300 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა და იყრება დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე, ასევე, მაღლობზე განსახლებულ უბნებში. მათ შორის, ნუცუბიძის პლატოზე, ელიას მთაზე, ნაძალადევში, ნახალოვკის დასახლებაში, მთაწმინდაზე. გაწმენდილია ვაზისუბანი, ვარკეთილი, დიდი…

მეტი

ფრთხილად! – ლიპყინულის გამო მოძრაობა აკრძალულია შემდეგ ლოკაციებზე

ფრთხილად! – ლიპყინულის გამო მოძრაობა აკრძალულია შემდეგ ლოკაციებზე

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია შემდეგ ლოკაციებზე: • თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 138-ე კმ–158-ე კმ-ის (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის; • ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 65-ე კმ–98-ე კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის; • საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის; • გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის; • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მლეთა-კობის…

მეტი

დიდთოვლობის გამო 26 ავტომობილი დაზიანდა – ცენტრში 140 შეტყობინება შევიდა

დიდთოვლობის გამო 26 ავტომობილი დაზიანდა – ცენტრში 140 შეტყობინება შევიდა

დიდთოვლობის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახური განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, ცენტში შესულია 140 შეტყობინება, დაზიანებულია 26 ავტომობილი. გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელ. სადენები. დიდთოვლობამ წყნეთში, ავტობუსის გაჩერების, მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, ის კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი და ტემპერატურის ვარდნა საქართველოში კვირის ჩათვლით გაგრძელდება.

მეტი