ქართველების გამოდეპორტებას ცნობილი ავსტრილი მწერლები აპროტესტებენ

ქართველების გამოდეპორტებას ცნობილი  ავსტრილი მწერლები აპროტესტებენ

ელფრიდე იელინეკი, მიჰაელ კოლმაიერი, რობერტ მენასე, ლუკას რეზეტარიტსი, – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ავსტრიელი მწერლების, რომლებიც ქართული ოჯახის (დედა ორი შვილით) დეპორტაციას გამოეხმაურნენ. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე ავრცელებს. ავსტრიელმა მწერლებმა ერთობლივი პეტიცია გაავრცელეს – “მთავრობის ფარისევლობის ატანა აღარ შეიძლება” და ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს. რობერტ მენასემ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრს მატყუარა და მლიქვნელი უწოდა. მენასე უდიდესი ავსტრიელი თანამედროვე მწერალია, სამწუხრაოდ ქართველებისთვის უცნობი, თუმცა გერმანულენვანებისთვის კარგად ნაცნობი. მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნაწარმოებია, “შიმშილიანი ზამთრის დასასრული”, რომელიც…

მეტი

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდება

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდება

როგორც “რეკორდერს” ფრონტექსის წარმომადგენელმა, ირმა ცირამუამ აცნობა, ლაინერი, რომლითაც ქართველებს  გერმანიიდან დააბრუნებენ, თბილისის აეროპორტში დღეს საღამოს დაჯდება. 50-მდე მოქალაქის დეპორტი დიუსელდორფიდან სპეცრეისით მოხდება. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პერიოდულად ხორციელდება. ცოტა ხნის წინ, უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს 11 მოქალაქე გამოაძევეს. მანამდე კი, გერმანიიდან საქართველოში ლტოლვილის სტატუსის არაერთი მაძიებელი გამოუშვეს. როგორც ცნობილია, გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხს განიხილავს. შესაბამისად, თავშესაფარზე ქართველებს უარს ეუბნებიან და სწრაფი წესით, მათ დეპორტაციას ახორციელებენ.  

მეტი