სოსო ტყემალაძე: არ ვმალავ, რომ ურთიერთობა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან

სოსო ტყემალაძე: არ ვმალავ, რომ ურთიერთობა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან

ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობას არ მალავს. ამბობს, რომ მასთან მრავაწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ “ზემოთ” არაფერი დაულაგებია. “ჩვეულებრივი, გულანთებული ქართველი” ასე უწოდებს საკუთარ თავს და ფიქრობს, რომ ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვისაც, რაგბისთვისაც და ნებისმიერ შესაძლებლობაზე ამას კიდევ გააკეთებს. საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, სჯერა, რომ დღეს ჩანიშნულ ყრილობაზე ქვროუმი შედგება და ქართულ რაგბში მიმდინარე ერთ წლიანი აურზაური დასრულდება. თუმცა, მაინც აფრთხილებს ყველა კლუბს, რომ საარჩევნო ყრილობაზე მოვიდნენ და დარეგისტრირდნენ, მიუხედავად იმისა, დაუჭერენ თუ არა მის კანდიდატურას…

მეტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, სოსო ტყემალაძე გახდება

რაგბის კავშირის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, სოსო ტყემალაძე გახდება

“რეკორდერის” ინფორმაციით, რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს სოსო ტყემალაძე იყრის. სოსო ტყემალაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია და არსებული ინფორმაციით, აბასთუმნისა და წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტები სწორედ მას აქვს ჩაბარებული. რაგბის კავშირში, საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 24 თებერვალს არის ჩანიშნული, თუ 22 თებერვლამდე საჯარო რეესტრი ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაციაში არ გაატარებს ირაკლი აბუსერიძე, ყრილობა პრეზიდენტად 30 დეკემბერს აირჩია, თუმცა საჯარო რეესტრმა მთელი რიგი ხარვეზების გამო რეგისტრაცია შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება აბუსერიძეს გასაჩივრებული აქვს შესაბამის ინსტანციაში და პასუხის ბოლო ვადად 22 თებერვალია…

მეტი

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ივანიშვილმა განცხადება თავად გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან თავისი მისია შეასრულა და აპირებს, სრულად ჩამოშორდეს მართვის სადავეებს. ბიძინა ივანიშვილის წერილი ✔ შესავალი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო. ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო…

მეტი

ელისაშვილი პარლამენტში შესვლაზე -“არ იფიქროთ, რომ ფული ავიღეთ”

ელისაშვილი პარლამენტში შესვლაზე -“არ იფიქროთ, რომ ფული ავიღეთ”

“არ იფიქროთ, რომ ფული ავიღეთ და ვიღაცას ჩუმად ველაპარაკებით – ერთ თეთრს არ მოვკიდებთ ხელს, ღმერთმა დაგვიფაროს!” – ამის შესახებ “ფეისბუქის“ ვიდეო-მიმართვაში ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „არასდროს, არც ერთი თეთრი ხელფასის იქეთ არ ამიღია და ასე ვიცხოვრებ ყოველთვის. თუკი რაიმე არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მივიღებ, მთელი დედამიწა ჩემს წინააღმდეგ რომ იყოს, მთავარია, მე მჯეროდეს და მწამდეს, ჩემს სინდისს არ ეწინააღმდგებოდეს და ქვეყნის ინტერესების სასარგებლო იყოს. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც გამიბედავს და ლაპარაკს ფულზე დამიწყებს – ცოცხალი ვერ გამასწრებს….

მეტი

ბიძინა ივანიშვილი:”საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს”

ბიძინა ივანიშვილი:”საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს”

როგორც ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა – “ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, თუმცა ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს” ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“. „კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ 31 ოქტომბერს გამოიჩინეს. დღესაც ამ რთულ პერიოდში, როდესაც კოვიდი ბობოქრობს, ქართულმა საზოგადოებამ მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა. ამავდროულად შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით…

მეტი

შალვა ნათელაშვილი: ჩვენ ვერაფერს დაგვიშავებს კორონა, მთავარი მტერი ბიძინა ივანიშვილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენ ვერაფერს დაგვიშავებს კორონა, მთავარი მტერი ბიძინა ივანიშვილია

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პოლიციას მოუწოდებს, რომ მუნდირები დაყარონ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და ხალხს შემოუერთდნენ. ეს განცხადება, ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციზე გააკეთა. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის განცხადებით, ქვეყნის მთავარი მტერი კორონა და ეპიდემა კი არა, ბიძინა ივანიშვილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიშოროთ. “კაცმა მარტო იმიტომ უნდა იცოცხლოს, რომ ეს სილამაზე ნახოს, თქვენი სახით. ჩვენ ვერაფერს დაგვიშავებს კორონა და ეპიდემია, ჩვენი მთავარი მტერია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უნდა მოვიცილოთ. დიდი ილია ამბობდა, თავისუფლების შოვნაი, სჯობს საშოვნელსა ყველასა….

მეტი

მამუკა ხაზარაძე: მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არასდროს უნდა დაიჭირო

მამუკა ხაზარაძე: მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არასდროს უნდა დაიჭირო

“ამ პარლამენტსი არავინ შევა, იმიტომ, რომ მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არასდროს უნდა დაიჭირო. თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიყოთ თავისუფალი, ევროპული ქვეყანა და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. თავისუფლება არ არის ერთჯერადი აქტი, თავისუფლება არის ყოველდღიური ბრძოლა”, – ეს განცხადება “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა. ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ტყუილი და ვერავინ უნდა გაბედოს თავისუფალი მოქალაქისთვის ხმის წართმევა. “დღეს, “ლელო”, სხვა პარტიებთან ერთად შეიკრიბა…

მეტი

სროლა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან

სროლა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, სადაც ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობდა, სროლის ხმა იყო. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, გასროლა “ტოიოტა ქამრის” მარკის  ავტომობილიდან განხორციელდა. ადგილზე ნაპოვნია 6 მასრა. “ტვ პირველის” ინფორმაციით, ამ დროისთვის სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილი გადაკეტილი აქვთ და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები.

მეტი

საპროტესტო მსვლელობა თბილისში – აქტივისტების ავტოკოლონა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეჩერდება

საპროტესტო მსვლელობა თბილისში – აქტივისტების ავტოკოლონა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეჩერდება

ამ წუთებში საპროტესტო ავტოკოლონა სოლოლაკისკენ მიემართება.  ბიძინა ივანშვილის ბიზნესცენტრთან სამართალდამცველების მობილიზებაა. დილიდან თბილისის ქუჩებში სამოქალაქო აქტივისტები და “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრები ავტოკოლონებით გადაადგილებიან და “ცესკოს” მიერ გამოცხადებულ შედეგებს აპროტესტებენ. შეგახსენებთ, რომ მსვლელობები დედაქალაქის სხვადასხვა ადგილიდან საბოლოოდ სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება.

მეტი

“გამორიცხულია, შევიბა სამაჯური, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები” – ნიკა მელია

“გამორიცხულია, შევიბა სამაჯური, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. პროცესი 17:00 საათზე  გაიმართება.  პროკურატურა ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვს “გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები, – ასე პასუხობს ნიკა მელია პროკურატურის მოთხოვნას. „ის, რომ ივანიშვილი გედავება ელექტროსამაჯური ხელზე რატომ არ გიკეთია, ეს ყოფილა მისი გადმოსახედიდან უმძიმესი დანაშაული. მინდა დავამშვიდო, რომ მე ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ. გამორიცხულია,…

მეტი
1 2 3 6