ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი სტარტს 19 აპრილს აიღებს

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი სტარტს 19 აპრილს აიღებს

19-25 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. თავდაპირველად, ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. გიორგი იანტბელიძის გუნდში ცვლილებებია, ევროპირველობაზე არ გამოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც, მაისში, სოფიაში დაგეგმილ სალიცენზიო ტურნირისთვის ემზადება. კონტინენტის საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლას ამჯერად ზურაბ იაკობიშვილის დააკლდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბორჯომში შეკრება 15 აპრილს დაასრულა და პოლონეთში გუშინ გაემგზავრა და გუნდის შემადგენლობა ასეთია: 57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი 61 კგ – ბექა ლომთაძე 65 კგ – შმაგი თოდუა 70 კგ – დავით…

მეტი

ლაშა გობაძემ რუსი ალირზაევი დაამარცხა და ტოკიოს ლიცენზიას დაეუფლა

ლაშა გობაძემ რუსი ალირზაევი დაამარცხა და ტოკიოს ლიცენზიას დაეუფლა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მოიპოვა. ლაშა გობაძემ (87კგ), ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, რუს ალირზაევს 9:5 მოუგო და ფინალში ასპარეზობა გაინაღდა, რაც ავტომატურად ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას იძლევა. ამრიგად, ვლადიმერ გეგეშიძის ნაკრების ყულაბაში მეოთხე ლიცენზია ჩავარდა. დღესვე, 67 კგ წონით კატეგორიაში, ლიცენზია ეროვნულ გუნდს რამაზ ზოიძემ მოუტანა. 60 და 77 კგ წონით კატეგორიებში ლიცენზიების დაუფლებას ბერძენ-რომაელები სოფიას ტურნირზე ეცდებიან, რომელიც მაისის დასაწყისშია დაგეგმილი.

მეტი

რამაზ ზოიძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

რამაზ ზოიძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ბერძულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ (67კგ) ტოკიოს საგზური მოიპოვა. რამდენიმე წუთის წინ, ზოიძემ, ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირის ნახევარფინალში, სომეხი მეტოქე სამ წუთზე ნაკლებ დროში აშკარა უპირატესობით, პირველივე პერიოდში, 10:1 დაამარცხა და ვლადიმერ გეგეშიძის გუნდს მესამე ლიცენზია მოუტანა. დღესვე, ტოკიოსთვის ლაშა გობაძე (87კგ) იჭიდავებს, რომელსაც ლიცენზიამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს.

მეტი

მოჭიდავეები ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირზე მიემგზავრებიან

მოჭიდავეები ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირზე მიემგზავრებიან

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ბუდაპეშტში მიემგზავრებიან, სადაც 18-21 მარტს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება. ხვალ დილით, უნგრეთის დედაქალაქში გიორგი ინტბელიძის გუნდი გაემგზავრება, რომელიც ხალიჩაზე პირველ ორ საშეჯიბრო დღეს გამოვა, ზეგ კი ბუდაპეშტში უკვე ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი გაფრინდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში 2 ლიცენზიაა მძიმე წონებში, დარჩენილ 4 წონით კატეგორიაში კი შემადგენლობა სავარაუდოდ ასე დადგება: 57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი, 65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 74 კგ – ავთანდილ კენჭაძე, 86 კგ…

მეტი

3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების შესანიშნავი სტარტი კიევში

3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების შესანიშნავი სტარტი კიევში

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველი საფინალო დღე 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვლადიმერ გეგეშიძის გუნდის ხუთივე წევრმა შეძლო პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალში გასვლა და ეს შედეგი მართლაც შესანიშნავია, რასაც ვერ. ვიტყვით თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებზე. რომელიც მხოლოდ ერთ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა დღეს და ისიც გიორგი სულავას (74კგ) ანგარიშზეა. 55 კგ წონით კატეგორიაში, ნუგზარ წურწუმიამ ირანელი აბასპურაჯი, დაძაბულ შეხვედრაში, 3:3-ზე დაამარცხა და ეროვნულ გუნდს პირველი ოქრო მოუტანა. ლერი…

მეტი

მოჭიდავეები კიევში მიდიან: ეროვნული გუნდები ბუდაპეშტისთვის შემადგენლობას დააკომპლექტებენ

მოჭიდავეები კიევში მიდიან: ეროვნული გუნდები ბუდაპეშტისთვის შემადგენლობას დააკომპლექტებენ

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ხვალ უკრაინის დედაქალაქში გაემგზავრებიან, სადაც საერთაშორისო ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას. კიევში დაფიქსირებული შედეგებით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, 19-21 მარტს, ბუდაპეშტში გასამართ ტოკიოს სალიცენზიო შეჯიბრზე, ეროვნული გუნდის შემადგენლობას დააკომპლექტებს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებთანაც დგას შემადგენლობის ფორმირების საკითხი 57 და 86 კგ წონით კატეგორიებში. თუ ვინ იბრძოლებს ტოკიოს საგზურისთვის უნგრეთის დედაქალაქში, სწორედ კიევში გაირკვევა. გიორგი იანტბელიძის გუნდში, 65 და 74 კილოგრამში კითხვის ნიშნები არ არის. ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და…

მეტი

ლადო გეგეშიძე: ოლიმპიურ ლიცენზიებს ყველა წონაში ავიღებთ

ლადო გეგეშიძე: ოლიმპიურ ლიცენზიებს ყველა წონაში ავიღებთ

წლის პირველ ტურნირზე, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან მხოლოდ ხუთმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. ერთი ოქრის მედალი გიორგი მელიას ანგარიშზე, ბრინჯაო კი აქტივში გურამ ხეცურიანმა და სულხან ბუიძემ ჩაიწერეს. მსოფლიო ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია, რომელმაც, მელიასთან ერთად საქართველოს პირველობა გამოტოვა, მედლის გარეშე დარჩა, ისევე როგორც, ბექა მამუკაშვილი. წინა წლებში, ნიცის გრან პრის შედეგებით, ევროპის ჩემპიონატისთვის, ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კომპლექტდებოდა. რას ემსახურებოდა მხოლოდ ხუთი სპორტსმენის გამოსვლა ნიცაში, რა შემადგენლობა წავა კიევში და არის თუ არა…

მეტი

გიორგი მელია ნიცის გრან პრის ჩემპიონია, წურწუმია უმედლოდ დარჩა

გიორგი მელია ნიცის გრან პრის ჩემპიონია, წურწუმია უმედლოდ დარჩა

ნიცაში მიმდინარე საფრანგეთის გრან პრი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ ტრიუმფით დაასრულა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჰენრი დელანის სახელობის რიგით 48-ე საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით და მხოლოდ ხუთი მოჭიდავით გამოვიდა. გიორგი მელიას მსგასვად, სტარტი ძალიან კარგი ჰქონდა ნუგზარ წურწუმიასაც (55კგ), თუმცა, ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, ბრინჯაოსთვის ბრძოლაც აშკარა უპირატესობით დათმო და ნიციდან შინ უმედლოდ ბრუნდება. გიორგი მელია კი შესანიშნავ ფორმაშია, ყველა შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა და ჩემპიონის ტიტულიც ღირსეულად მოიპოვა. ფინალში,…

მეტი

ქართველი მოჭიდავეები საფრანგეთის გრან პრიზე გამოვლენ

ქართველი მოჭიდავეები საფრანგეთის გრან პრიზე გამოვლენ

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ხვალ სტარტს აიღებს საფრანგეთის გრან პრი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მოჭიდავეებიც მიიღებენ. ტურნირის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ საფრანგეთის გრან პრიზე იჭიდავებენ ქართველი მსოფლიო ჩემპიონები, გენო პეტრიაშვილი, ნუგზარ წურწუმია, ასევე ამერიკელები კაილ დეიკი და კაილ სნაიდერი. 2020 წლის თებერვლის შემდეგ, ეს საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებისთვის პირველი ტურნირია და ფაქტიურად, 1 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველი მოჭიდავეები ხალიჩას უბრუნდებიან. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საბრძოლო შემადგენლობით იქნება ნიცაში წარმოდგენილი, სადაც გიორგი იანტბელიძეს ყველა წონაში…

მეტი

UWW-ს პროგნოზი: რამდენ ლიცენზიას აიღებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები?

UWW-ს პროგნოზი: რამდენ ლიცენზიას აიღებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები?

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, მომავალ წელს ჩატარდება, შესაბამისად, ყველა სალიცენზიო ღონისძიებამ თუ შეჯიბრმა შემდეგ წელს გადაინაცვლა. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გარკვეული გათვლები გააკეთა, თუ რომელი ქვეყნები შეძლებენ ლიცენზიების მოპოვებას. ამ მომენტისთვის,საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების აქტივში 4 ლიცენზიაა მძიმე წონით კატეგორიებში. ტოკიოს საგზური, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა (125კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) გაინაღდეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან კი იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ (97კგ). იმ…

მეტი
1 2 3 7