ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძე (79კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი ნიკა კენჭაძემ მოუტანა, რომელმაც წუთზე ნაკლებ დროში, სომეხი ავაგიანი, აშკარა უპირატესობით – 12:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ბეჭებზე გააკრა და პირწმინდად მოიგო ელიზბარ ოდიკაძემ აზერბაიჯანელ მეტოქესთან და მისი მედალი მეორეა გიორგი იანტბელიძის გუნდისთვის. კარიერაში კი, ოდიკაძისთვის ეს მერვე ევროპული მედალია. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ევროპირველობას ხვალ დაასრულებენ, სადაც საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ…

მეტი

ავთო კენჭაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიდის

ავთო კენჭაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიდის

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებე იასპარეზებს. ქართველმა ფალავანმა (74კგ) ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირზე შთამბეჭდავად იასპარეზა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რაც ავტომატურად ანიჭებს იაპონიაში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების საგზურს. ფინალში გამსვლელ შეხვედრაში კენჭაძემ ბულგარელი ალი უმარპაშაევი ბეჭებზე გააკრა და პირწმინდა გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ, გიორგი იანტბელიძის გუნდის სხვა წევრებმა, ბექა ბუჯიაშვილმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და სანდრო ამინაშვილმა ლიცენზიები ბუდაპეშტში ვერ აიღეს და 57, 65 და 86 კილოგრამ წონით კატეგორიებში ქართველი მოჭიდავეები ლიცენზიების მოპოვებას მაისში, ბულგარეთში დაგეგმილ…

მეტი

ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლას მხოლოდ ავთო კენჭაძე აგრძელებს

ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლას მხოლოდ ავთო კენჭაძე აგრძელებს

ავთანდილ კენჭაძე (74კგ) ერთადერთია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, რომელსაც ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების შანსი აქვს ბუდაპეშტის ტურნირზე და ტოკიოს საგზურამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს. 2018 წლის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ალი უმარპაშაევს შეერკინება. იმისთვის, რომ კენჭაძემ ტოკიოს საგზური დაისაკუთროს, მხოლოდ უმარპაშაევი უნდა დაამარცხოს. ნახევარფინალამდე კი ქართველი ფალავანი შთამბეჭდავი გამარჯვებებით მივიდა. კენჭაძემ ჯერ უკრაინელი პავლოვი 14-4 დაამარცხა, შემდეგ, სომეხ ალიხანიანს 10-2 და ბერძენ კოუგიომციდისს 14-9 სძლია. სამწუხაროდ, ამ სალიცენზიო…

მეტი

ავთო კენჭაძე და ბექა ლომთაძე საქართველოს ჩემპიონები არიან

ავთო კენჭაძე და ბექა ლომთაძე საქართველოს ჩემპიონები არიან

დღეს, თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, სტარტი აიღო ეროვნულმა პირველობამ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. პირველ საშეჯიბრო დღეს, მედლების კომპლექტი ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 57 კგ წონით კატეგორიაში, ოთო გოგავას და ბექა ბუჯიაშვილს შორის გამართული ფინალი ბექა ბუჯიაშვილის გამარჯვებით დასრულდა. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველობა არავის დაუთმო მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბექა ლომთაძემ. 65 კგ-ში ეროვნული პირველობა გამოტოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. წონის ახალი ლიდერი კი სამტრედიელი შმაგი თოდუა გახდა. 70 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი ზურა იაკობიშვილი, ფინალში დავით ტლაშაძესთან…

მეტი

ავთო კენჭაძე: გულშიც კი არ გამივლია, რომ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას ვერ ავიღებ

ავთო კენჭაძე: გულშიც კი არ გამივლია, რომ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას ვერ ავიღებ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე, ორ თვეზე მეტია რაჭაში, საკუთარ სოფელში, სახლის პირობებში ემზადება. სხვათა მსგავსად, წელს, მისი მიზანიც ოლიმპიური თამაშების გარშემო ტრიალებდა. მოსაპოვებელი ლიცენზია და შემდეგ უკვე თავის კარიერაში, პირველ ოლიმპიადაზე უნდა ეასპარეზა, თუმცა მსოფლიო პანდემიად გამოცხადებულმა COVID-19-მა მისი გეგმებიც შეცვალა. რამდენიმე დღის წინ, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია და გააკეთა გათვლები, თუ რომელი ქვეყანა შეძლებდა დამატებით, დარჩენილ წონებში ლიცენზიების აღებას. საქართველოდან UWW-მ ასეთი ორი მოჭიდავე დაასახელა – რიოს ტრიუმფატორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ავთანდილ…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობა გუნდური მესამე ადგილით დაასრულა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობა გუნდური მესამე ადგილით დაასრულა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გუნდური მესამე ადგილით დაასრულა. გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა იტალიის დედაქალაქში 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, 95 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიცია დაიკავეს გუნდურ ჩათვლაში. პირველი ადგილი რუსეთს ერგო, მეორე კი – აზერბაიჯანს. ევროპირველობა ტრიუმფით დაასრულა გენო პეტრიაშვილმა, ვერცხლს დასჯერდა ბექა ლომთაძე, ბრინჯაოები კი ელიზბარ ოდიკაძეს და ავთო კენჭაძეს ერგოთ.

მეტი

გენო პეტრიაშვილი და ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იჭიდავებენ

გენო პეტრიაშვილი და ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იჭიდავებენ

რომის ოლიმპიურ ცენტრში, “მატეო პელიკონეზე” მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ და ჩემპიონის ტიტულისთვის იჭიდავებენ გენო პეტრიაშვილი (125კგ) და ბექა ლომთაძე (61კგ). ნახევარფინალში, ლომთაძემ, აზერბაიჯანელ ვალიზადას 1:2 სძლია, პეტრიაშვილმა კი უკრაინელ ხოციანივსკის 7:2 მოუგო. ხვალვე, ბრინჯაოს მედლისთვის ირაკლი მწითური (92კგ) იჭიდავებს, ბრინჯაოს მოპოვების შანსი ექნება რეპეშაჟიდან ავთო კენჭაძესაც (74კგ), რომელმაც 1/4 ფინალი რუს გაჯმაგომედოვთან დათმო. ფინალური ბლოკი, ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მეტი

ლომთაძე, მწითური და პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

ლომთაძე, მწითური და პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამი წევრი, ბექა ლომთაძე (61კგ), ირაკლი მწითური (92კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) ნახევარფინალში გავიდნენ. ფინალში გამსვლელი შეხვედრები დათმეს ავთანდილ კენჭაძემ (74კგ) და დათო მარსაგიშვილმა (86კგ), რომლებსაც ბრინჯაოს შანსი გაუჩნდებათ, თუკი მათი დამმარცხებლები ფინალის საგზურს მოიპოვებენ. ბექა ლომთაძემ ნახევარფინალამდე რუმინელი ოხლოპკოვი და მოლდოველი კოლესნიკი აშკარა უპირატესობებით დაამარცხა, ასევე იმარჯვა გენო პეტრიაშვილმაც ესპანელ და რუს მეტოქეებთან, ირაკლი მწითურმა პირველი დაპირისპირება კოსოვოელ ედონ შალას 12:0 მოუგო, ნახევარფინალის…

მეტი

ელიზბარ ოდიკაძე მოსკოვის გრან პრიზე 125 კგ წონითი კატეგორიის ფინალშია

ელიზბარ ოდიკაძე მოსკოვის გრან პრიზე 125 კგ წონითი კატეგორიის ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძეც მოსკოვის გრან პრის ფინალში გავიდა. საინტერესოა, რომ ელიზბარ ოდიკაძე, ნაცვლად თავისი ტრადიციული წონისა – 97 კილოგრამისა, რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში – 125 კილოში გამოდის, სადაც ბელარუსი მეტოქე, პიასნიაკი აშკარა უპირატესობით 10:0 დაამარცხა და ისიც ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ხვალ. ტურნირის ფინალშია ავთო კენჭაძეც (74კგ), რომელმაც აზერბაიჯანელ ხაჯიმურად გაჯიევს, ასევე აშკარა უპირატესობით – 2:12 სძლია.

მეტი

ავთო კენჭაძე მოსკოვის გრან პრის ფინალშია

ავთო კენჭაძე მოსკოვის გრან პრის ფინალშია

მოსკოვში მიმდინარე პრესტიჟული გრან პრის ფინალში გავიდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე (74კგ). ქართველმა ფალავანმა, აზერბაიჯანელი ხაჯიმურად გაჯიევი აშკარა უპირატესობით – 2:12 გაანადგურა და ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. საქართველოს ნაკრები ამ ტურნირზე ოთხ-კაციანი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. მოსკოვის გრან პრიზე, კენჭაძის გარდა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) იჭიდავებენ. ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათასი დოლარია.

მეტი
1 2