Reuters – მეთევზეებმა, სავარაუდოდ, დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს
Reuters-ის ინფორმაციით., რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა, სავარაუდოდ, ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს. ”წყალში რამდენიმე კაბელი და ლითონის ნაჭრები აღმოვაჩინეთ”, – განაცხადა ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში. ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა.
მეტი