აშშ-ის საელჩო – დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში მიმავალ გზაზე

აშშ-ის საელჩო – დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში მიმავალ გზაზე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება და მიმდინარე მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ…

მეტი

აშშ-ს საელჩო: თავშეკავებისკენ მოგიწოდებთ, ძალადობა არავის არგებს!

აშშ-ს საელჩო: თავშეკავებისკენ მოგიწოდებთ, ძალადობა არავის არგებს!

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხს საქართველოში აშშ-ს საელჩო განცხადებით ეხმაურება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს. “მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე. ძალადობა არ არგებს არავის, მათ გარდა, ვისაც საქართველოს სტაბილურობის შერყევა სურს. ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

მეტი

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იქნება

აშშ-ს ელჩი საქართველოში  კელი დეგნანი იქნება

აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად კელი დეგნანის დანიშვნას მხარი დაუჭირა. მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს სექტემბერში წარუდგინა. კელი დეგნანი არის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. ამ პოზიციის დაკავებამდე, კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში. ასევე, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო…

მეტი

აშშ-ს საელჩო: კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე

აშშ-ს საელჩო: კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. “ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი…

მეტი