არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები არ განიხილება“

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები არ განიხილება“

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს. მისი თქმით, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს. „პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. საფუძველი არ გვაქვს, რომ მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ. კიდევ ერთხელ მინდა, განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი

არჩილ თალაკვაძე: “მზად ვართ, ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში”

არჩილ თალაკვაძე: “მზად ვართ, ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში”

“ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში”, – ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. “მოლაპარაკებები გრძელდება. მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია, ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაახლოვოთ პოზიციები იმისათვის, რათა დემოკრატიამ და ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი…

მეტი

არჩილ თალაკვაძე – პოლიტიკური დიალოგი დაიწყო

არჩილ თალაკვაძე – პოლიტიკური დიალოგი დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან “პოლიტიკური დიალოგი დაიწყო”. მისი განცხადებით დღევანდელი შეხვედრა  პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო და  შშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობას ამ შეხვედრაში პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა. „პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ვთქვით, რომ პოლიტიკური დიალოგი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისთვის…

მეტი

პარლამენტში მძაფრი სუნის გამო პლენარული სხდომა შეწყდა

პარლამენტში მძაფრი სუნის გამო პლენარული სხდომა შეწყდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დარბაზში არსებული მძაფრი სუნის გამო, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ. არსებული ინფორმაციით, სუნის გამო, შეუძლოდ გახდა “ქართული ოცნების” დეპუტატი, ენძელა მაჭავარიანი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დარბაზში გაურკვეველი ნივთიოერება შეიტანეს და დაასხეს, რამაც მძაფრი სუნი გამოიწვია. “ოპოზიციის წარმომადგენელმა გაურკვეველი ნივთიერება შემოიტანა და დარბაზში დაასხა. ამას ექნება უმკაცრესი რეაგირება. თავმჯდომარეს ვთხოვ, გამოცხადდეს შესვენება”, – განაცხადა კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია გაჩეჩილაძე მომხდარში…

მეტი

არჩილ თალაკვაძეს, ტყუილის დასტურად, თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოუქვეყნეს

არჩილ თალაკვაძეს, ტყუილის დასტურად, თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოუქვეყნეს

პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავარმა არხმა თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოუქვყნა. როგორც არხის ჟურნალისტი აცხადებს, მათ ეს ფოტოები, მგზავრმა მიაწოდა, რომელიც თვითმფრინავში თალაკვაძესთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ მთავარმა არხზე და ფორმულაზე, გუშინ გავიდა სიუჟეტი სადაც საუბარი იყო, იტალიაში, კომოს ტბაზე დეპუტატების გამგზავრების შესახებ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დილით უარყო და ჟურნალისტები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. “ბატონო არჩილ, აბა, ჟურნალისტებმა მოიტყუესო. ეს თქვენ არ ხართ? მთავარია დღის ბოლომდე სტამბულის აეროპორტში ჩაწერილი, თქვენი ვიდეო არ დადოს რომელიმე ემიგრანტმა,…

მეტი

ვინ ტყუის – თალაკვაძე, თუ მედია? – მთავარი არხი საზღვრის კვეთის ცნობას ითხოვს

ვინ ტყუის – თალაკვაძე, თუ მედია? – მთავარი არხი საზღვრის კვეთის ცნობას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუშინ საღამოს ტელეკომპანიებმა – „მთავარმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს „უკიდურესად მიკერძოებული და ძალიან პოლიტიზებული სიუჟეტი“ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებს. მისი თქმით, ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ არჩილ თალაკვაძე ახლა იმყოფება კომოს ტბაზე დასასვენებლად, სინამდვილეში, კი ის დღეს დილიდან „როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტშია და ჩვეულებრივი სამუშაო დღე აქვს” . „როდესაც სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედია სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, გუშინ, საზოგადოებას უმტკიცებდით,…

მეტი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება, პროპორციული სისტემის საკითხი კი 2024 წლამდე გადაიდება. ამის შესახებ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტეპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილბა ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა, სქართველოს პარლამენტმა. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა. ეს…

მეტი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი არჩილ თალაკვაძეს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი არჩილ თალაკვაძეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შორის შეხვედრა გაიმართა. არჩილ თალაკვაძემ და კარლ ჰარცელმა  არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული სიტუაცია განიხილეს. ყურადღება დაეთმო ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის მიმდინარე პროცესს და შესაძლებლობებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივამ პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება და მზადყოფნა გამოხატა – ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის…

მეტი

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული კენჭისყრა ხვალისთვის გადადო

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული კენჭისყრა ხვალისთვის გადადო

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. ამ გადაწყვეტილების შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე ფრაქციების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ აცნობა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. “მათთან შეთანხმებით გთავაზობთ, რომ კენჭისყრა გადავდოთ ხვალისთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით და ვფიქრობ, ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომ დღეს კენჭისყრა რისკის ქვეშ არ დადგეს. უმრავლესობის ლიდერს ვთხოვ ხვალისთვის გააკეთოს მობილიზაცია, ხვალ გვექნება კენჭისყრა ამ საკითხზე, სხდომას დავიწყებთ ამ საკითხით, მანამდე უმრავლესობის სხდომა არის მოთხოვნილი და გვეცოდინება უკვე…

მეტი

არჩილ თალაკვაძე: ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება

არჩილ თალაკვაძე: ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტს აფასებს დ ამბობს, რომ ვიზიტს კონკრეტული შედეგი აქვს. “მივესალმებით, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დავით გარეჯის მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამენ. ეს საკითხი ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ფორმატში, მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია. ხაზგასმით გამოვყოფდი გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელსაც როგორც იკვეთება, კონკრეტული შედეგი აქვს. ვფიქრობ, ამ პოზიტიურ ტენდენციას შევინარჩუნებთ და საბოლოოდ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივაღწევთ. ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო…

მეტი
1 2