ჭიდაობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 5 დეკემბერს გაიმართება

ჭიდაობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 5 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 5 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქის გვერდი იუწყება. როგორც ფედერაცია იტყობინება, პრეზიდიუმის სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, 12-18 დეკემბერს, ბელგრადში ჩანიშნულ ალტერნატიულ მსოფლიო თასზე მონაწილეობას არ მიიღებენ. ამავე სხდომაზე, ჩაინიშნა არჩევნების თარიღიც. “საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, 12-18 დეკემბერს, ბელგრადში გასამართ “მსოფლიოს თასზე” არ გაემგზავრებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრებმა მიიღეს, ვაკის ფალავანთა კლუბში გამართულ…

მეტი

“უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ქვეყნის საერთო გამოწვევებს” – კახა კალაძე

“უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ქვეყნის საერთო გამოწვევებს” – კახა კალაძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე ოპოზიციას კომპრომისისკენ მოუწოდებს. როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო იმ ტიპის ხარვეზები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან პასუხისმგებლები და ეს ყველაფერი დახვეწას და გამოსწორებას საჭიროებს. „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოზიტიურად აფასებს. დემოკრატიული სტანდარტით, ეს არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა რომელიმე წინა არჩევნებს და მეტიც, შეცვლილმა საარჩევნო სისტემამ არსებითად გააუმჯობესა პარტიების წარმომადგენლობის ხარისხი. მიუხედავად ამისა, ნამდვილად გეთანხმებით, რომ იყო რიგი…

მეტი

დავით სერგეენკო: “მჯერა, რომ კომპრომისი მოინახება”

დავით სერგეენკო: “მჯერა, რომ კომპრომისი მოინახება”

“ახლა რომ ბევრად უფრო მშვიდი პერიოდი იყოს, მიდგომები იქნებოდა სხვანაირი, თუმცა ახლა არ არის რესურსი, რომ პოლიტიკური კომფორტისა და დისკომფორტის გამო რბილი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.”- ეს განცხადება, ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გააკეთა. „საწყისი წერტილი არის, რომ ზოგადადაც და არსებულ სიტუაციაშიც განსაკუთრებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა, ეს ყველაფერი ქვეყნის გადამრჩენია. პარლამენტი, თუკი მასში ოპოზიცია არ მოხვდება, არ იქნება ისეთი ძლიერი. არ არის ნორმალური, როდესაც პარლამენტში მხოლოდ პოზიციაა და არ არის…

მეტი

მაიკ პომპეო:”შეხვედრაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ”

მაიკ პომპეო:”შეხვედრაზე  თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ”

„მე მქონდა პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძლიერი, დინამიური ორმხრივი ურთიერთობა მტკიცედაა დამყარებული ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებაზე,“-  ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. პომპეოს თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, რომლის დროსაც საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ….

მეტი

არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები განცხადებას ავრცელებენ

არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.  ინფორმაცია დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. „საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა. ისინი 20 წელია, რაც დემოკრატიას აშენებენ და და ჯერჯერობით კვლავ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან და ვფიქრობთ, ეს არის ის, რაც ჩვენ ბოლო დროს ჩატარებული არჩევნების დროს ვნახეთ,“ – აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. განცხადებაში ნათქვამია, რომ წინა წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად, ბოლოს ჩატარებული არჩევნების დროსაც არაერთი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის, ხმების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების…

მეტი

გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს

გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს

დღეს გამთენიისას, გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი გადაწვეს. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 05:30 საათზე მოხდა.  მელიას შტაბის წევრების განცხადებით, შტაბს ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები, რის შემდეგაც გამოიყენეს ე.წ. მოლოტივს კოქტეილი და ოფისში ცეცხლი გააჩინეს. განადგურებული და დამწვარია ინვენტარი. ნიკა მელიას შტაბის წევრები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მელიას გლდანში გამარჯვება არ აპატიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მეტი

კახა კალაძე: “ქართული ოცნება” არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს

კახა კალაძე: “ქართული ოცნება” არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, კახა კალაძე საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” არ განიხილავს “ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და ხელახალ არჩევნებს” “არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩევლის ნებას, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა, როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე “ქართული ოცნების” მხარდაჭერაში. მოგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება 2 მილიონამდე ადამიანმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ამომრჩეველმა მხარი სწორედ “ართულ ოცნებას” დაუჭირა. ამისთვის კიდევ…

მეტი

ნინო ბურჯანაძე: ” არცერთი ადამიანი დათანხმდება, რომ იყოს მონა, უუფლებო, ღირსებააყრილი”

ნინო ბურჯანაძე: ” არცერთი ადამიანი დათანხმდება, რომ იყოს მონა, უუფლებო, ღირსებააყრილი”

“ჩვენ, თქვენ და მთელ საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, ღარიბი ქვეყანა ხართ და მონები უნდა იყოთო. ვინ იქნება ამაზე თანახმა? არის ერთი ადამიანიც კი, ვინც შეიძლება დაეთანხმოს მონობას? დარწმუნებული ვარ, რომ არა! დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ადამიანი დათანხმდება, რომ იყოს მონა, უუფლებო, ღირსებააყრილი” – ამ სიტყვებით მიმართა საპროტესტო აქციის მონაწილეებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და იქვე პირობა დადო, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. „როცა ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ. ჩვენ, თქვენ და მთელ საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა,…

მეტი

მიხეილ სააკაშვილი – გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ – დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ…

მიხეილ სააკაშვილი – გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ – დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ…

„გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, მე ვარ ჩემი სიცოცხლის შემწირავი მაგ საქმეზე, მაგრამ თუ გვინდა, რომ უბრალოდ სიცოცხლე არ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” განხორციელებული პირდაპირი ჩართვის დროს. „არ მივცეთ არჩევნების შედეგების “გაპრავების” საშუალება, ყველგან დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, შევუქმნათ პრობლემები. ე.წ. სახელმწიფო უწყებები, რომლებიც აკეთებენ უკანონო აქტებს, უნდა იყოს დაბლოკილი. არ უნდა შევუშვათ პარლამენტში და უფრო მეტი უნდა გამოვუშვათ პარლამენტიდან. თუ გადმოვლენ შეტევაზე, მიიღებენ პასუხს….

მეტი

14 ნოემბერს ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს

14 ნოემბერს ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს

ოპოზიცია 14 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე  საპროტესტო აქციას აანონსებს. საპროტესტო აქციაზე ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოცხადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებს. საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 15:00 საათზე დაიწყება. აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან.

მეტი
1 2 3 4 13