რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, სოსო ტყემალაძე ვეტერან მორაგბეებს შეხვდა

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, სოსო ტყემალაძე ვეტერან მორაგბეებს შეხვდა

2021 წლის 19 თებერვალს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო კანდიდატად სოსო (იოსებ) ტყემალაძე დარეგისტრირდა, რომელიც სუბიექტთა და საარჩევნო ხმათა უმრავლესობამ, 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა. 21 თებერვალს სოსო ტყემალაძემ ქართული რაგბის სხვადასხვა თაობის ვეტერან მორაგბეებთან შეხვედრა გამართა და ქართული რაგბის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. ტყემალაძის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, კავშირის მართვის პროცესში რაგბში ჩართული ყველა ადამიანის აზრს გაითვალისწინებს. “საოცარი დღე იყო. ესენი არიან ადამიანები, რომლებზეც დგას ქართული რაგბი. ჩემთვის მათი მხარდაჭერა, იმედები და ანთებული თვალები ძალიან ბევრს ნიშნავს. მე…

მეტი

საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში. დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის…

მეტი

ირაკლი კობახიძე:”რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს”

ირაკლი კობახიძე:”რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს”

“მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს – ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს”,- ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძის განცხადებით, უკრაინელმა მეგობრებმა ვერ უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, ამისთვის ახალი მოწვევის პარლამენტში ცვლილება დაინიცირდება, რომელიც „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში“. „ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში…

მეტი

გიგი უგულავა:”თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში თავს გადავიპარსავ, თუ “ოცნება” მარტო დარჩება – კობახიძემ გადაიპარსოს”

გიგი უგულავა:”თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში თავს გადავიპარსავ, თუ “ოცნება” მარტო დარჩება – კობახიძემ გადაიპარსოს”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს “ნიძლავს” სთავაზობს. უგულავას თქმით, თუ ოპოზიციიდან ვინმე, “ისიც კი ვინც ყანყალებს” პარლამენტში შევა, ის მზადაა თავი გადაიპარსოს, ხოლო თუ კობახიძის მოლოდინი არ გამართლდა და “ოცნება” მარტო აღმოჩნდება პარლამენტში, მაშინ თავის გადაპარსვას ირაკლი კობახიძეს სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ დღეს მოლაპარაკებების მე-4 რაუნდიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ 11 დეკემბერს ოპოზიცია პარლამენტში შევა.

მეტი

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები არ განიხილება“

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები არ განიხილება“

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს. მისი თქმით, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს. „პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. საფუძველი არ გვაქვს, რომ მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ. კიდევ ერთხელ მინდა, განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი

ვახტანგ მეგრელიშვილი:”თუ დავარწმუნე “ნაციონალური მოძრაობა”, რომ ჩვენთან ერთად შემოვიდეს, რა თქმა უნდა, შევალ”

ვახტანგ მეგრელიშვილი:”თუ დავარწმუნე “ნაციონალური მოძრაობა”, რომ ჩვენთან ერთად შემოვიდეს, რა თქმა უნდა, შევალ”

თუ დავარწმუნე “ნაციონალური მოძრაობა”, რომ ჩვენთან ერთად შემოვიდეს, რა თქმა უნდა, შევალ – ასე ეხმაურება “გირჩის” წარმომადგენელი ვახტანგ ჯაფარიძე, გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “გირჩი” პარლამენტში შესვლაზე დათანხმდა. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ფეხის შემდგმელი არ ვარ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა, „ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის, რაც „გირჩს“ უნდა და იქ არის პარლამენტი, პარლამენტი ნიშნავს, რომ იქ არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ ჩვენ შევდივართ დიდი სიამოვნებით პარლამენტში. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არ არის, თუ ოპოზიცია იქ არ არის, ის…

მეტი

ალეკო ელისაშვილი: “ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ”

ალეკო ელისაშვილი: “ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ”

ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ –  ასე ეხმაურება პარტია ” მოქალაქეების” ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ის მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლას დათანხმდა. „ახლა შევდივაერ ელჩებთან, გამოვალ და გეტყვით ყველაფერს. ვიღაცები რომ დილიდან დადგნენ და რაც თავში ჭუჭყიანი ფანტაზია მოუვიდათ, მე რომ შემაწმინდეს ხელი… ელჩებს ვეტყვი ჩემს სათქმელს, გამოვალ და თქვენც გეტყვით“, – განაცხადა ელისაშვილმა, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც…

მეტი

გიორგი ვაშაძე: “თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან! ჩემი და თქვენი გზები როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება”

გიორგი ვაშაძე: “თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან! ჩემი და თქვენი გზები როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე მის მიმართ გამოთქმულ ეჭვებს ეხმიანება და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  ის პარლამენტში შესვლაზე თანახმაა. „სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭრილმა ძალებმა, დაარღვიეს საერთო ოპოზიცური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დააყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის. ჩემი ამოცანაა, რომ…

მეტი

გიორგი ვაშაძე და ალექსანდრე ელისაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტში შედიან?

გიორგი ვაშაძე და ალექსანდრე ელისაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტში შედიან?

დღეს ცნობილი ხდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორებთან გამართული დახურული შეხვედრების გარკვეული დეტალები, რომელსაც მხარეები მკაცრად ასაიდუმლოებენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით მე-10 მოწვევის პარლამენტში შესაძლოა გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელი”, ალექსანდრე ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები” და “გირჩის” ნაწილი ვიხილოთ, ზურაბ ჯაფარიძის გამოკლებით. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი დღეს გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით,  გადაწყვეტილების მიღება იქნება რთული, რაც მოითხოვს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას, შესაძლოა, გამომგონებლობასაც, იმისათვის, რომ საჭირო შედეგამდე მივიდეთ. ფასილიტატორი ელჩი გამოთქვამს მზადყოფნას, გაიმართოს მოლაპარაკებათა…

მეტი

“ვერ შეხვალთ!” – პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა კარვები გაშალეს

“ვერ შეხვალთ!” – პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა კარვები გაშალეს

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია იწყება. აქციის მონაწილეთა მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც მათივე თქმით, არალეგიტუმურია, ასევე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. აქტივისტებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კარავი გაშალეს. ისინი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით კარავში მუდმივად დარჩებიან. გარდა ამისა, აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან გააკეთეს წარწერა „ვერ შეხვალთ“. აქტივისტები კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებსაც აპროტესტებენ.  

მეტი
1 2 3 13