“ხალხს შია, ეს უკვე პიკია” – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ხალხს შია, ეს უკვე პიკია” – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ხალხს შია, ეს უკვე პიკია”. – ამ მოწოდებით პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. ისინი შეზღუდვების გაუქმებას და ეკონომიკის გახსნას მოითხოვენ. აქტივისტებმა ადგილზე მიიტანეს ცარიელი მაცივარიც იმის სადემონსტრაციოდ, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს საჭმელი არაფერი აქვს. “საზოგადოებას დაუცარიელდა მაცივარი. ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ მთავრობას იმ ადამიანების სახელებიდა გვარები, რომლებსაც ძალიან უჭირთ, თუმცა არავინ გამოგვხმაურებია”. – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ნაბახტეველი. “ფუნქცია დაკარგა მაცივარმა და ასეა თითქმის ყველას ოჯახში. ამიტომ, ჩემი თხოვნა და მიმართვა იქნება, გაიხსნას ეკონომიკა….

მეტი

პომპეოს ვიზიტის პარალელურად თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

პომპეოს ვიზიტის პარალელურად თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ.  “გაყალბებულია” – ამ ტრანსფარანტებით მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და პარლამენტის წინ დასრულდება. აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოსა და აშშ-ის დროშები უჭირავთ. მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა კოსტავას ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია გამართეს, რითიც არჩევნების გაყალბება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ამ გზით ცდილობენ მიეწვდინონ სტრატეგიულ პარტნიორს ხმა, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში.

მეტი

BBC – ვაშინგტონში აქციაზე ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა

BBC – ვაშინგტონში აქციაზე ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა

BBC-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ტრამპის მხარდამჭერებმა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა შორისაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების წევრებიც იყვნენ. აქტივისტთა განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და ამჟამად არსებულ შედეგებს არ აღიარებენ. პარალელურად აქცია გამართეს ტრამპის მოწინააღმდეგეებმაც. BBC-ის ინფორმაციით, აქციების წევრებს შორის  რამდენიმე შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა 20 აქტივისტი დააკავეს. ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232. ტრამპი…

მეტი

რას გეგმავს ოპოზიცია – “მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება იმისთვის, რომ შევიდნენ პარლამენტში”

რას გეგმავს ოპოზიცია – “მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება იმისთვის, რომ შევიდნენ პარლამენტში”

„როდესაც ძალით ფურცელზე შეკოწიწებული „ივანიშვილის პატიოსან გვამთა ერთობა“, რომელსაც ისინი უწოდებენ პარლამენტს, გადაწყვეტს ამ შენობაში შეკრებას ანუ ე.წ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს, ჩვენ ყველა ქუდი კაცზე შევიკრიბებით აქ და მათ მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვა, მათ მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება იმისთვის, რომ შევიდნენ აქ და „გაუპრავონ“ ივანიშვილს ის, რაც მისთვის არ მიუცია ქართველ ხალხს, ის, რაც მას არ ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ამავე დროს, ჩვენ ვესაუბრებით მათ,“  – განაცხადა გიგი უგულავამ, მე-10…

მეტი

ნინო ბურჯანაძე: ” არცერთი ადამიანი დათანხმდება, რომ იყოს მონა, უუფლებო, ღირსებააყრილი”

ნინო ბურჯანაძე: ” არცერთი ადამიანი დათანხმდება, რომ იყოს მონა, უუფლებო, ღირსებააყრილი”

“ჩვენ, თქვენ და მთელ საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, ღარიბი ქვეყანა ხართ და მონები უნდა იყოთო. ვინ იქნება ამაზე თანახმა? არის ერთი ადამიანიც კი, ვინც შეიძლება დაეთანხმოს მონობას? დარწმუნებული ვარ, რომ არა! დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ადამიანი დათანხმდება, რომ იყოს მონა, უუფლებო, ღირსებააყრილი” – ამ სიტყვებით მიმართა საპროტესტო აქციის მონაწილეებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და იქვე პირობა დადო, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. „როცა ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ. ჩვენ, თქვენ და მთელ საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა,…

მეტი

მამუკა ხაზარაძე: ” ხმას, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული თითოეული ჩვენგანისთვის, არავინ დათმობს”

მამუკა ხაზარაძე: ” ხმას, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული თითოეული ჩვენგანისთვის, არავინ დათმობს”

“31ოქტომბრის არჩევნებით, ყველაზე დიდი რამ ადამიანისთვის – ხმა მოპარა ქართველ ხალხს, ხმა, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული თითოეული ჩვენგანისთვის. ამას არავინ დათმობს, პირდაპირ გეუბნებით, ამას არავინ დათმობს” – ეს განცხადება, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, საპოტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. “როცა აქ  მოვდიოდი, ერთი ჩემი უბნელი, კარგი კაცი – ტაქის მძღოლი შემხვდა და ერთი ფრაზა მითხრა: ნახევარი საქართველო ადამიანებად არ მივაჩნივართ „ოცნებას“ და ბიძინასო. „ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა შუაზე გაყო, ჩვენი ერი დააპირისპირა და…

მეტი

“ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს”- პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს”- პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო. მანამდე კი, ოპოზიციის ლიდერები მხრადამჭერებთან ერთად სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ოპოზიციის ლიდერები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. „თქვენი დამსახურებაა, რომ არჩევნებიდან 12 დღეში, ვითომ წელში გამართული ხელისუფლება ოპოზიციასთან ჯდება და ისმენს მის მოთხოვნებს“, – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას. „ოდნავ მაინც დარწმუნებულები რომ იყვნენ ისინი, რომ არჩევნები არ გააყალბეს, არ დასხდებოდნენ ოპოზიციასთან სალაპარაკოდ. უახლოეს პერიოდში ჩვენ დავრწმუნდებით რაზე წამოსვლელები არიან რეჟიმის წარმომადგენლები…

მეტი

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი უსკოში მიმდინარე სხდომაზე დასწრებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, უსკოს 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული და აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ამ დროისთვის, უსკოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება მიმდინარეობს.

მეტი

14 ნოემბერს ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს

14 ნოემბერს ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს

ოპოზიცია 14 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე  საპროტესტო აქციას აანონსებს. საპროტესტო აქციაზე ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოცხადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებს. საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 15:00 საათზე დაიწყება. აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან.

მეტი

აქციაზე დაბრუნებული ხატია დეკანოიძე პოლიციამ 2 000 ლარით დააჯარიმა

აქციაზე დაბრუნებული ხატია დეკანოიძე პოლიციამ 2 000 ლარით დააჯარიმა

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პოლიციამ თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმა. დეკანოიძემ აცხადებს რომ მას არ დაურღვევია არანაირი წესი და საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარს ამბობს. როგორც პოლიციამ განმარტა, საჯარიმო ქვითარი დეკანოიძეს საცხოვრებელ მისამართზე მიუვა. „რა კანონით მაჯარიმებენ, კანონსაც ვერ მითითებენ. თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის წესი დავარღვიე. არავითარი კარანტინის და თვითიზოლაციის წესი არ დამირღვევია. არც კოვიდი მაქვს. წავედი, თბილად ჩავიცვი და უკან მოვდივარ. ამიტომ, ეს არის უკანონო დადგენილება. ჯარიმა კი გამოწერეს, მაგრამ…

მეტი
1 2 3 5