დიდთოვლობის გამო 26 ავტომობილი დაზიანდა – ცენტრში 140 შეტყობინება შევიდა

დიდთოვლობის გამო 26 ავტომობილი დაზიანდა – ცენტრში 140 შეტყობინება შევიდა

დიდთოვლობის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახური განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, ცენტში შესულია 140 შეტყობინება, დაზიანებულია 26 ავტომობილი. გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელ. სადენები. დიდთოვლობამ წყნეთში, ავტობუსის გაჩერების, მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, ის კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი და ტემპერატურის ვარდნა საქართველოში კვირის ჩათვლით გაგრძელდება.

მეტი

ანომალიური ზამთარი აშშ-ში: ქვეყნის დასავლეთი, ფაქტობრივად, პარალიზებულია

ანომალიური ზამთარი აშშ-ში: ქვეყნის დასავლეთი, ფაქტობრივად, პარალიზებულია

აშშ-ის ტერიტორიის დიდ ნაწილს თავს ძლიერი ყინვები დაატყდა. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთში ფიქსირდება, სადაც ტემპერატურის მაჩვენებელი -30 გრადუს ცელსიუსს გასცდა. ყინვისგან ყველაზე მეტად ჩრდილოეთ დაკოტას, ვისკონსინის, აიოვას, მინესოტას, მიჩიგანისა და ილინოისის შტატები დაზარალდნენ. ჩიკაგოში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა (-33 გრადუსი ცელსიუსით), ჩრდილოეთ დაკოტაში კი, -37 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. ქალაქების უმეტესობაში დაიხურა სკოლები, სახელმწიფო დაწესებულებები და მუზეუმები. შეფერხებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაშიც. ბოლო მონაცემებით, ძლიერმა ყინვამ მინიმუმ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.     აიოვაში…

მეტი

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხვალიდან ამინდი გაუარესდება

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხვალიდან ამინდი გაუარესდება

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ხვალიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების თქმით, მოთოვს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ძლიერი ქარის გამო კი ზვავსაშიშროება იქნება. ზღვაზე შტორმს ელოდებიან, ხოლო დედაქალაქში – თოვლჭყაპს. უამინდობა და ნალექი საქართველოში ორი დღე გაგრძელდება.  

მეტი