აივენგო რიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

აივენგო რიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აივენგო რიკაძემ (82კგ) ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რიკაძემ, რომელიც დებიუტანტი იყო უფროსებში, ევროპის ჩემპიონატზე, ნახევარფინალის გარდა ყველა დაპირისპირება მოიგო, ბრინჯაოს ფინალში კი სომეხი მეტოქე 2:3 დაამარცხა. ლადო გეგეშიძის გუნდმა ვარშავის ევროპირველობაზე გამოსვლა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ტურნირის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე(72კგ) გახდა, ვიცე ჩემპიონი – იაკობ ქაჯაია (130კგ), ლერი აბულაძე (63კგ) კი ბრინჯაოს დაეპატრონა. მოპოვებული ქულებით, ბერძენ-რომაელები ევროპის გუნდურ მესამე ადგილზე გადიან.

მეტი

3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების შესანიშნავი სტარტი კიევში

3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების შესანიშნავი სტარტი კიევში

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველი საფინალო დღე 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვლადიმერ გეგეშიძის გუნდის ხუთივე წევრმა შეძლო პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალში გასვლა და ეს შედეგი მართლაც შესანიშნავია, რასაც ვერ. ვიტყვით თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებზე. რომელიც მხოლოდ ერთ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა დღეს და ისიც გიორგი სულავას (74კგ) ანგარიშზეა. 55 კგ წონით კატეგორიაში, ნუგზარ წურწუმიამ ირანელი აბასპურაჯი, დაძაბულ შეხვედრაში, 3:3-ზე დაამარცხა და ეროვნულ გუნდს პირველი ოქრო მოუტანა. ლერი…

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კიევის ტურნირზე 5 ფინალისტი ჰყავს, თავისუფლებს – არცერთი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კიევის ტურნირზე 5 ფინალისტი ჰყავს, თავისუფლებს – არცერთი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, კიევის საერთაშორისო ტურნირზე, პირველივე საშეჯიბრო დღეს 5 ფინალისტი და ოქროს მედლის პრეტენდენტი ჰყავს, რასაც ვერ ვიტყვით თავისუფალი სტილით მოჭიდავეებზე. კიევის საერთაშორისო ტურნირმა სტარტი დღეს აიღო, ხალიჩაზე კი, ორივე სტილით ჭიდაობაში 5-5- წონითი კატეგორია გამოვიდა. ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი აშკარად იმედისმომცემად გამოიყურება, რადგან ხუთივე წონაში შეძლეს ქართველმა მოჭიდავეებმა ფინალში გასვლა და ხვალ ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. 55 კგ წონით კატეგორიაში, ნუგზარ წურწუმიამ შესანიშნავად იასპარეზა, ნახევარფინალში გასასვლელად რამაზ სილაგავას სძლია, შემდეგ კი ყირგიზი კონკურენტი…

მეტი