დიდთოვლობის გამო 26 ავტომობილი დაზიანდა – ცენტრში 140 შეტყობინება შევიდა

დიდთოვლობის გამო 26 ავტომობილი დაზიანდა – ცენტრში 140 შეტყობინება შევიდა

დიდთოვლობის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახური განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, ცენტში შესულია 140 შეტყობინება, დაზიანებულია 26 ავტომობილი. გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელ. სადენები. დიდთოვლობამ წყნეთში, ავტობუსის გაჩერების, მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, ის კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი და ტემპერატურის ვარდნა საქართველოში კვირის ჩათვლით გაგრძელდება.

მეტი

საქართველოში ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი ზუგდიდში გაიხსნა

საქართველოში ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი ზუგდიდში გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ზუგდიდში, დღეს ახალი სამაშველო-სახანძრო შენობა გახსნა, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს არის სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი, სადაც ყველაფერი ერთად იქნება კონცენტრირებული. „ზუგდიდელებს პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო, დიდხანს შენდებოდა ეს შენობა. გამაღიზიანებელი იყო დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის ცენტრში. თუმცა, როგორც დავპირდით, დავიწყეთ და სწრაფად დავასრულეთ. დღეს საქართველოში ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი. ასეთი საქართველოში არ არის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტურად მომუშავე ობიექტი, რომელიც…

მეტი