დიდთოვლობის გამო 26 ავტომობილი დაზიანდა – ცენტრში 140 შეტყობინება შევიდა

დიდთოვლობის გამო 26 ავტომობილი დაზიანდა – ცენტრში 140 შეტყობინება შევიდა

დიდთოვლობის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახური განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, ცენტში შესულია 140 შეტყობინება, დაზიანებულია 26 ავტომობილი. გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელ. სადენები. დიდთოვლობამ წყნეთში, ავტობუსის გაჩერების, მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, ის კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი და ტემპერატურის ვარდნა საქართველოში კვირის ჩათვლით გაგრძელდება.

მეტი

2021 წლის საშობაო ეპისტოლე

2021 წლის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. უფალი თავად არის სათავე, სისავსე და სისრულე სიმართლისა, სიწმინდისა, სიბრძნისა, ჭეშმარიტებისა, მოწყალებისა, სიხარულისა, თავმდაბლობისა, მშვიდობისა, წესრიგისა, კეთილდღეობისა, თავისუფლებისა. ამასთან,…

მეტი

NASA-მ დედამიწის შესაძლო განადგურების თარიღი დაანონსა

NASA-მ  დედამიწის შესაძლო განადგურების თარიღი დაანონსა

გამოცემა “კლარინი” ნასაზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის 6 მაისს, პარასკევს, ასტეროიდი 2009 FJ1, რომელიც გიზას დიდი პირამიდის ზომისაა, შეიძლება დედამიწას შეეჯახოს და აფეთქება გამოიწვიოს, რომელიც სიმძლავრით 230 ტონა დინამიტს უდრის. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, ასტეროიდი 2009 FJ1, დედამიწასთან ახლოს, ყველაზე საშიში ობიექტების სიაში მეექვსე ადგილზეა. ასტეროიდი ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობს და ზემოქმედების შედარებით მაღალი ალბათობა აქვს. მისი სიჩქარე 95,000 კილომეტრსაათია.

მეტი

BBC – „ტოცილიზუმაბი“ და „სარილუმაბი“ -„კოვიდ 19“-ის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს

BBC – „ტოცილიზუმაბი“ და „სარილუმაბი“ -„კოვიდ 19“-ის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს

BBC- ის ინფორმაციით, მეცნიერებმა „კოვიდ 19“-ის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის დროს ინფიცირებულ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. „ტოცილიზუმაბი“ და „სარილუმაბი“ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებია,რომელთა შემოწმებაც მსოფლიოს ექვს ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს. ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევრის, პროფესორ ენტონი გორდონის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ მედიკამენტებმა შესაძლოა, ყოველი მე-12 პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს, რაც „დიდი ეფექტია“. როგორც კვლევა აჩვენებს, მედიკამენტები მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობას 8.5 პროცენტით ამცირებს. გარდა ამისა, მკურნალობა აჩქარებს პაციენტების გამოჯანმრთელებას და ერთი კვირით ამცირებს კრიტიკული პაციენტების ინტენსიური თერაპიის…

მეტი

რა ვიცით COVID 19-ის ახალი სახეობის შესახებ – მუტირებული ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება

რა ვიცით COVID 19-ის ახალი სახეობის შესახებ – მუტირებული ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება

„რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაციები, ამიტომ ეს შტამი ახალი არ არის. ბრიტანეთში სექტემბერშიც დაფიქსირდა, უბრალოდ, ახლა მეტი დაკვირვების ქვეშაა. დაკვირვების საფუძველზე ნახეს, რომ უფრო მარტივად ვრცელდება. თუმცა არ ახასიათებს, რომ უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, კლინიკური გამოვლინება დაახლოებით იმავეა, ან კიდევ უფრო მსუბუქი. ასეთია ბრიტანელების და სხვა მეცნიერების პირველადი მონაცემები. შტამებზე დაკვირვება სულ მიმდინარეობს”, – აცხადებდ ამირან გამყრელიძე. ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაცით, იგი ”მჭიდრო კავშირშია” გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან კორონავირუსის…

მეტი

ისრაელის 71 წლის პრემიერმა კოვიდვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ისრაელის 71 წლის პრემიერმა კოვიდვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყანაში პირველი ადამიანია, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზა მიიღო. 71 წლის ნეთანიაჰუმ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

მეტი

თბილისში, მამაკაცს დედის ცხედარი ერთი თვე სახლში ჰყავდა

თბილისში, მამაკაცს დედის ცხედარი ერთი თვე სახლში ჰყავდა

გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში სამართალდამცავებმა ცხედარი იპოვეს. გაირკვა, რომ 66 წლის ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ოჯახის წევრებს ცხედარი დღემდე ბინაში ჰყავდათ. გარდაცვლილის შვილი ამბობს, რომ დედის დასაფლავება უსახსრობის გამო ვერ შეძლო. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი

5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში მოხდა

5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას  შეადგენდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:29 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კმ-ში, მოხდა. მისი ეპიცენტრი ჩეჩნეთი იყო.  

მეტი

უცნობი ამბები / ვალუტაზე ნაყიდი ფარდა და გალაკტიონი

უცნობი ამბები / ვალუტაზე ნაყიდი ფარდა და გალაკტიონი

მწერალთა სასახლიდან გალაკტიონის გამოსვენებამდე ცოტა ხნით ადრე შეამჩნიეს, რომ მას ძველი, ლანჩაგახვრეტილი ფეხსაცმელი ეცვა. საბავშვო პოეტმა – კუკური გოგიაშვილმა აიღო შავი ხავერდის ნაჭერი და ფეხებზე შემოახვია. დაუჯერებელი ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც გალაკტიონი მთაწმინდის მიწას მიაბარეს. აღმოჩნდა, რომ ხავერდის ნაჭერი, რომელიც მიცვალებულს საფლავში ჩაატანეს, ოპერის თეატრიდან ნათხოვარი ფარდა იყო. ოპერის ხელმძღვანელობა დაჟინებით მოითხოვდა პრაღაში ვალუტაზე ნაყიდი ფარდის დაბრუნებას. საქმეში „კგბ“ ჩაერია და ლამის საფლავის გათხრა დააპირეს. სამარე ხელყოფას მხოლოდ მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარის – ირაკლი აბაშიძის…

მეტი

ბერდია სიჭინავა: ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 18 894 ტესტი ჩატარდა

ბერდია სიჭინავა: ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 18 894 ტესტი ჩატარდა

“ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. “ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 089 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 805 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად,…

მეტი
1 2 3 19