3 რეკორდი და 3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან

3 რეკორდი და 3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან

ძალოსანი ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი და სამი ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელია. მოსკოვში მიმდინარე ევროპირველობაზე, ქართველმა ძალოსანმა, ატაცში, თავისი ბოლო მსოფლიო რეკორდი, 220 კგ გააუმჯობესა და 222 (207/217კგ) კილოგრამი დაძლია და უალტერნატივოდ, ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში, ქართველმა გოლიათმა 245/253/263 დაძლია, თუმცა, უკვე მეორე მისვლაზე ევროპის ჩემპიონის ტიტული და სამი ოქროს მედალი გაინაღდა. ლაშა ტალახაძის რეკორდი აკვრაში 260 კილოგრამი იყო და აქაც, მან თავისივე მაჩვენებელი გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 485 კილოგრამი დაძლია. ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი…

მეტი

3 ოქრო მოსკოვიდან – ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონია

3 ოქრო მოსკოვიდან – ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონია

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რამდენიმე წუთის წინ, ანტონ პლესნოიმ აკვრაში, ატაცსა და ორჭიდის ჯამში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. პლესნოიმ, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, ატაცში სამივე ცდა 171/175/180 წარმატების გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა. პლესნოიმ უახლოეს მდევარს, მეორე და მესამე ადგილოსნებ ბულგარელ ძალოსანს 8, ხოლო რუსს 13 კილოგრამით აჯობა. აკვრაში პლესნოიმ 207/213 კგ დაძლია, მესამე მისვლა კი გაუფუჭდა, ორჭიდის ჯამში 393 კგ დააგროვა და აქაც ოქროს მედალს…

მეტი

ოფიციალურად: ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო2022-ზე ითამაშებს

ოფიციალურად: ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო2022-ზე ითამაშებს

ისტორიაში პირველად, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, დღეს ურთულესი და ძალიან დაძაბული შეხვედრა ჩაატარა საფრანგეთის წინააღმდეგ და ანგარიშით – 3:2 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ხუთივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა, ხოლო მეორე ტაიმში, არაერთი საგოლე მომენტისა, ორივე ნაკრების მხრიდან, ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა. ფრანგები მალევე დაწინაურდნენ და მესამე წუთზე ანგარიში გახსნეს. წონასწორობა სამ წუთში თალესმა ყუმბარისებური საჯარიმო დარტყმით აღადგინა, ერთ წუთში კი საქართველო წინ გავიდა. შაგინიას გადაცემით რონინიომ…

მეტი

რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. რევაზ დავითაძემ (89კგ) ატაცში 166/171 კილოგრამი დაძლია და ვერცხლს დაეუფლა, ხოლო აკვრაში, 198/203 კილოგრამით პირველობა არავის დაუთმო და ოქრო დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამში, ქართველმა ძალოსანმა 374 კგ დააგროვა და აქაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების მონაგარი ასეთია: შოთიკო მიშველიძე ატაცი და ორჭიდი 2 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი აკვრაში ბრინჯაო მოიპოვა.

მეტი

ძალოსანი შოთა მიშველიძე ევროპის ვიცე ჩემპიონია

ძალოსანი შოთა მიშველიძე ევროპის ვიცე ჩემპიონია

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, შოთა მიშველიძემ ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა. 61 კგ წონით კატეგორიაში, შოთა მიშველიძემ ატაცში 131/135 დაძლია და საქართველოს ძალოსანთა ყულაბას 2021 წლის პირველი მედალი შესძინა. ძალოსანმა აკვრაში 155 დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში 290 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა. რუსულ ფიცარნაგზე, ამავე წონაში, რამინ შამილიშვილიც გამოვიდა, ძალოსანმა ატაცში 124 კილოგრამს გაართვა თავი და მე-8 ადგილზე გავიდა. შამილიშვილი აკვრაში დაძლეული 147/155 კილოგრამით მე-7, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 279კილოგრამით მე-9 ადგილზე…

მეტი

ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს საბერძნეთიდან ქულა მოაქვს

ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს საბერძნეთიდან ქულა მოაქვს

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ქულა მოიპოვა. ვილი სანიოლის გუნდმა გასვლაზე, საბერძნეთს ტოლი არაფერში დაუდო და შეხვედრა ფრედ – 1:1 დაასრულა. სამწუხაროა, რომ ორივე გოლი, ამ დაპირისპირებაში ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. საწყის წუთებში, ბერძნები გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ 20-25 წუთის გასვლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა სათამაშო ხარისხი ყველა კომპონენტში გააუმჯობესეს და ეს სტატისტიკაშიც აისახა. ჩვენ ბერძნების კარში იმაზე მეტჯერ დავარტყით, მათ კი ეს მხოლოდ ერთხელ მოახერხეს. მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე…

მეტი

საქართველო-ესპანეთი 1:2 – თამაში, რომელიც არ უნდა წაგვეგო

საქართველო-ესპანეთი 1:2 – თამაში, რომელიც არ უნდა წაგვეგო

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურში, “დინამო არენაზე” ესპანეთთან 1:2 დამარცხდა, თუმცა, ეს იყო დასანანი მარცხი, რადგან საქართველომ მეტოქეს ღირსეული კონკურენცია გაუწია და უფრო მეტიც, 56-ე წუთამდე, სტუმრები მდევრის როლში აღმოჩნდნენ. თამაშის გარჩევას სანამ დავიწყებთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვილი სანიოლის რისკიანი გადაწყვეტილებები, ის სათამაშო დისციპლინა და ხასიათი, რასაც ეროვნული ნაკრები ამ ორ შეხვედრაში ავლენს. როგორც ჩანს, მარცხენა მცველის პოზიციაზე პრობლემა აღარ გვაქვს, რადგან ახალგაზრდა გიორბელიძემ შვედეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ ძალიან…

მეტი

ლუის ენრიკე: ხვიჩა კვარაცხელიას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ

ლუის ენრიკე: ხვიჩა კვარაცხელიას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ახალაგზრდა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და აღნიშნა, რომ თუ ის ასე გააგრძელებს პროგრესს, მას დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებს. “ის ძალიან ახალგაზრდაა, მაღალი სათამაშო ხარისხით და თუ ასე გააგრძელებს, სავარაუდოდ, ძალიან კარგი მოთამაშე გახდება და მას დიდ კარიერას ვუწინასწარმეტყველებ”, – განაცხადა ლუის ენრიკემ. ესპანელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან თამაში იმაზე უფრო რთული გამოდგა, ვიდრე ეს საბერძნეთთან შეხვედრაში იყო. “ძალიან რთული მატჩი იყო. ცოტა ყოფილა ასეთი სირთულის თამაშები ჩვენთვის, კიდევ უფრო…

მეტი

გელა ზაალიშვილი თბილისის გრან სლემის ჩემპიონია

გელა ზაალიშვილი თბილისის გრან სლემის ჩემპიონია

მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი (+100კგ) თბილისის ძიუდოს გრან სლემის ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. დღესვე, -100 კგ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძემ კარიერაში პირველი ვერცხლის მედალი მოიგო. მან ნახევარფინალში ტომა ნიკოფოროვს აჯობა, ჩემპიონის ტიტული კი კანადელ მეტოქეს დაუთმო. ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა საბა ინანეიშვილმა (+100კგ). თბილისის გრან სლემის ჩემპიონი გახდა თემურ ნოზაძე (-60კგ), ვერცხლის მედალს ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოებს – ლაშა შავდათუაშვილი, ალეკო მამიაშვილი…

მეტი

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება: ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხეს

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება: ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშებაზე, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს. ლევან მაისაშვილის გუნდმა, “მიხეილ მესხზე” რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით – 28:17 დაამარცხა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის პირობებში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღევანდელ შეხვედრას პირველად დაუბრუნდა მაყურებელი, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. თუმცა, ქართველი ქომაგი, როგორც ყოველთვის, ახლაც მთელი გულით ამხნევებდა ეროვნულ გუნდს. ანგარიში, შეხვედრაში მე-10 წუთზე, ქართველების ლელოთი გაიხსნა, რასაც 21-ე წუთზე, თედო აბჟანდაძის საჯარიმო დარტყმა მოჰყვა. ზუსტად ერთ წუთში, რუმინელებმა…

მეტი
1 2 3 269