თვითმკვლელობა მე-4 ბრიგადაში – ჯარისკაცმა იარაღი ისროლა

თვითმკვლელობა მე-4 ბრიგადაში – ჯარისკაცმა იარაღი ისროლა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურემ თვითმკვლელობის მიზნით ისროლა. უწყების ცნობით, სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.” ნათქვამია თავდაცვის ინფორმაციაში. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ…

მეტი

აშშ-ის საელჩო – დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში მიმავალ გზაზე

აშშ-ის საელჩო – დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში მიმავალ გზაზე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება და მიმდინარე მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ…

მეტი

მეხანძრე-მაშველი, თორნიკე კიპაროიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა

მეხანძრე-მაშველი, თორნიკე კიპაროიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა

მეხანძრე-მაშველი, თორნიკე კიპაროიძე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. “სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა თორნიკე კიპაროიძე. მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას”,…

მეტი

შსს-ს მაღალჩინოსანმა თელავის საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

შსს-ს მაღალჩინოსანმა თელავის საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. „მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ. საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო…

მეტი

თბილისში, მამაკაცს დედის ცხედარი ერთი თვე სახლში ჰყავდა

თბილისში, მამაკაცს დედის ცხედარი ერთი თვე სახლში ჰყავდა

გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში სამართალდამცავებმა ცხედარი იპოვეს. გაირკვა, რომ 66 წლის ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ოჯახის წევრებს ცხედარი დღემდე ბინაში ჰყავდათ. გარდაცვლილის შვილი ამბობს, რომ დედის დასაფლავება უსახსრობის გამო ვერ შეძლო. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი

საბერძნეთში ქუთაისელი და კასპელი მძარცველების 9 კაციანი ჯგუფი დააკავეს

საბერძნეთში ქუთაისელი და კასპელი მძარცველების 9 კაციანი ჯგუფი დააკავეს

ბერძნული მედიის ცნობით, ბერძენმა სამართალდამცავებმა ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. ქართველების ჯგუფი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მრავალჯერად ძარცვაშია ეჭვმიტანილი. მათ მინიმუმ 24 ძარცვა მოაწყვეს. ბერძენმა სამართალდამცებმა ქართველების ჯგუფი 4 დეკემბერს დააკავეს და მათგან ძვირფასეულობა, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამრღვევები ქუთაისისა და კასპის მკვიდრები არიან. წელს საბერძნეთში ეს ქართველების მასშტაბური დაკავების მეორე შემთხვევაა: მანამდე ათენში, ქართველ მძარცველთა 9 კაციანი დაჯგუფება დააკავეს.

მეტი

“შემომითვალეს, ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთო”- ნიკა გვარამია

“შემომითვალეს, ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთო”- ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს რომ უახლოეს მომავალში მისი დაკავება იგეგმება. “დღეს შემომითვალეს: ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთ და მთელ ქონებას ჩამოგართმევთ „რუსთავი 2“-სთვის ზიანის ანაზღაურების ანგარიშში,”- წერს გვარამია და იქვე აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, რას ჩამოართმევენ, რადგან ქონება არ აქვს. „არ დაუზუსტებიათ, რას ჩამომართმევენ. არავითარი ქონება არ გამაჩნია. ერთადერთი, ჩემი ცოლის, სოფოს სახელზეა უსახსრობის გამო დაუმთავრებელი აგარაკი ბეთანიაში, ისიც ბანკში ჩადებული. ვცხოვრობთ ნაქირავებში….

მეტი

ბიძინა ესებუას ავტომანქანიდან საბრძოლო მასალა და საველე აღჭურვილობა ამოიღეს

ბიძინა ესებუას ავტომანქანიდან საბრძოლო მასალა და საველე აღჭურვილობა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიციის მიერ ძებნილი პირის, ბადრი ესებუას ძმა – 1982 წელს დაბადებული ბ.ე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. “ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც…

მეტი

შსს-მ ბადრი ესებუას ძმა დააკავა – წლის ძარცვის საქმეში ახალი დეტალები ჩნდება

შსს-მ ბადრი ესებუას ძმა დააკავა – წლის ძარცვის საქმეში ახალი დეტალები ჩნდება

შსს-მ ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუას ძმა დააკავა.  განცხადებას ამის შესახებ უწყება მოგვიანებით გაავრცელებს, მანამდე დაკავები მიზეზი უცნობი რჩება. 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. იგი ნახევარ მილიონს ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიებს მოითხოვდა. მოლაპარაკების შემდეგ,  თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით, ნახევარ მილიონთან ერთად გაიქცა.  

მეტი

თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს გირაო შეეფარდათ

თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს გირაო შეეფარდათ

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

მეტი
1 2 3 35