ჩხოროწყუელ მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

ჩხოროწყუელ მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

რადიო “ათინათის” ინფორმაციით, ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები “შაბათობაზე” დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. “პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში – ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ…

მეტი

საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახურიცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები. „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად…

მეტი

ასპინძის სკოლის მოსწავლეები PRMC-ის სოციალურ პროექტში მონაწილეობენ

ასპინძის სკოლის მოსწავლეები PRMC-ის სოციალურ პროექტში მონაწილეობენ

ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კვიპროსული “ანორთოსისის” თავდამსხმელს, გიორგი ქვილითაიას შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის ონლაინშეხვედრა კომპანია PRMC-ის და “სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის” (CSF) მიერ განხორციელებული სოციალური კამპანიის “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში გაიმართა – “შეხვედრა ჩემპიონთან” ასე ჰქვია პროექტს, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად ხორციელდება. პროექტი, სოციალური კამპანია “ძლიერები არ ძალადობენ” ეგიდით ტარდება და პანდემიის დროს, მოზარდების ფსიქოემოციური კეთილდღეობისთვის, ონლაინ სივრცეში, სკოლის მოსწავლეებთან ცნობილი ქართველი სპორტსმენების, ჩემპიონების…

მეტი

შსს-ს მაღალჩინოსანმა თელავის საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

შსს-ს მაღალჩინოსანმა თელავის საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. „მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ. საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო…

მეტი

უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გურამ კაშია ჩიბათის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გურამ კაშია ჩიბათის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების  ვიცე კაპიტანს, უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი, გურამ კაშიას უმასპინძლეს. გაცნობითი ხასიათის ონლაინშეხვედრა კომპანია PRMC-ის და “სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის” (CSF) ფარგლებში გაიმართა – “შეხვედრა ჩემპიონთან” ასე ჰქვია პროექტს, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად ხორციელდება. პროექტი, სოციალური კამპანია “ძლიერები არ ძალადობენ” ეგიდით ტარდება და პანდემიის დროს, მოზარდების ფსიქოემოციური კეთილდღეობისთვის, ონლაინ სივრცეში, სკოლის მოსწავლეებთან ცნობილი ქართველი სპორტსმენების, ჩემპიონების შეხვედრებს გულისხმობს, სადაც საუბარია…

მეტი

საოჯახო კალათა სახლში მიტანით – ორჯერ დაბალ ფასად და მხოლოდ ბათუმში

საოჯახო კალათა სახლში მიტანით – ორჯერ დაბალ ფასად და მხოლოდ ბათუმში

პანდემიამ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც აგრობიზნესით ირჩენდა თავს, მძიმე გამოწვევის წინაშე დააყენა. გლობალური პრობლემა ყველა სფეროზე აისახა, ყველაზე მეტად კი რეგიონებს გაუჭირდა, სადაც მეწარმეები და ფერმერები შემოსავალს ძირითადად მაინც ტურისტული ბიზნესის ხარჯზე იღებდნენ. თენგიზ ხოზრევანიძე ბათუმელი მეწარმეა, ბოლო წლებია სასოფლო-სამურნეო კოოპერატივს ხელმძღვანელობს, რომელიც ბაზარზე ადგილობრივ ფერმერებთან ერთად წარმატებით მუშაობდა. ხილ-ბოსტნეულის საბითუმო ბაზარი, ბათუმში, ა. ჩხაიძის 3 ნომერში მდებარეობს. პანდემიამდე მომხმარებელი ნამდვილად არ აკლდათ, რადგან ხილითა და ბოსტნეულით  სასტუმროებს, რესტორნებსა და სხვა სახის საკვებ ობიექტებს ამარაგებდნენ….

მეტი

“შეხვედრა ჩემპიონთან” – ახალი სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

“შეხვედრა ჩემპიონთან” – ახალი სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

პანდემია ბავშვების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ნეგატიურად მოქმედებს და რადგან მოსწავლეებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მაინც მოწყვეტილი არიან გარე სამყაროს, ღლით ერთფეროვნება და სიახლის მოთხოვნილება უჩნდებათ.

მეტი

31 წლის ქალი მშობიარობიდან ერთ კვირაში კორონავირუსით გარდაიცვალა

31 წლის ქალი მშობიარობიდან ერთ კვირაში კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის რუსუდან კოკობინაძე გარდაიცვალა, იგი კლინიკა “მედინაში” მკურნალობდა. კოკობინაძეს ერთი კვირის წინ ბათუმის სამშობიარო სახლში საკეისრო კვეთა გაიკეთდა,  რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკა “მედინაში” მოათავსეს. ახალშობილი ჯანმრთელია და სახლში უკვე გაწერეს. კლინიკა “მედინაში” ამბობენ, რომ რუსუდან კოკობინაძეს თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა, მას სუნთქვის ძლიერი უკმარისობა ჰქონდა. “მრავალი პაციენტი გვყავს გადარჩენილი, თუმცა დღეს ვერ შევძელით პაციენტის გადარჩენა, ვინაიდან, მას ჰქონდა ფილტვის მძიმე დაზიანება ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო….

მეტი

აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც პოლიციის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  ადგილზე გარკვეული პროვოკაციები ხდებოდა. „აქციის ფარგლებში შენობაზე დაამაგრეს ბუშტები, რაზეც სამართალდამცავებმა მოუწოდეს, რომ მოეხსნათ და ამაზე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა. დავაკავეთ ერთი პირი და დამატებით ვაზუსტებთ. ის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის დაკავებული. დღეს ადგილზე გარკვეული პროვოკაციები ხდება, რაზეც არაერთხელ მოუწოდეს პოლიციის წარმომადგენლებმა, რომ დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი,…

მეტი

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა ჩვენი სპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ონლაინ-ფორმატში გამართული ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა, რომლებმაც მოისმინეს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს განაცხადის შესახებ, ასევე ნახეს სეოკ-ის მიერ წარდგენილი სამწუთიანი საპრეზენტაციო ვიდეო რგოლი. ამ ისტორიულ მომენტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში თვალს ადევნებდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები. აღინიშნა, რომ დღეიდან იწყება ახალი და მეტად საპასუხისმგებლო…

მეტი
1 2 3 16