ჩხოროწყუელ მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

ჩხოროწყუელ მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

რადიო “ათინათის” ინფორმაციით, ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები “შაბათობაზე” დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. “პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში – ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ…

მეტი

ასპინძის სკოლის მოსწავლეები PRMC-ის სოციალურ პროექტში მონაწილეობენ

ასპინძის სკოლის მოსწავლეები PRMC-ის სოციალურ პროექტში მონაწილეობენ

ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კვიპროსული “ანორთოსისის” თავდამსხმელს, გიორგი ქვილითაიას შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის ონლაინშეხვედრა კომპანია PRMC-ის და “სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის” (CSF) მიერ განხორციელებული სოციალური კამპანიის “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში გაიმართა – “შეხვედრა ჩემპიონთან” ასე ჰქვია პროექტს, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად ხორციელდება. პროექტი, სოციალური კამპანია “ძლიერები არ ძალადობენ” ეგიდით ტარდება და პანდემიის დროს, მოზარდების ფსიქოემოციური კეთილდღეობისთვის, ონლაინ სივრცეში, სკოლის მოსწავლეებთან ცნობილი ქართველი სპორტსმენების, ჩემპიონების…

მეტი

უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გურამ კაშია ჩიბათის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გურამ კაშია ჩიბათის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების  ვიცე კაპიტანს, უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი, გურამ კაშიას უმასპინძლეს. გაცნობითი ხასიათის ონლაინშეხვედრა კომპანია PRMC-ის და “სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის” (CSF) ფარგლებში გაიმართა – “შეხვედრა ჩემპიონთან” ასე ჰქვია პროექტს, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად ხორციელდება. პროექტი, სოციალური კამპანია “ძლიერები არ ძალადობენ” ეგიდით ტარდება და პანდემიის დროს, მოზარდების ფსიქოემოციური კეთილდღეობისთვის, ონლაინ სივრცეში, სკოლის მოსწავლეებთან ცნობილი ქართველი სპორტსმენების, ჩემპიონების შეხვედრებს გულისხმობს, სადაც საუბარია…

მეტი

“შეხვედრა ჩემპიონთან” დაიწყო /თბილისის 48-ე სკოლის მოსწავლეებს ლაშა ტალახაძემ უმასპინძლა

“შეხვედრა ჩემპიონთან” დაიწყო /თბილისის 48-ე სკოლის მოსწავლეებს ლაშა ტალახაძემ უმასპინძლა

თბილისის N48-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, სოციალური პროექტის – “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს, მრავალგზის მსოფლიო რეკორდის ავტორსა და პლანეტის უძლიერეს სპორტსმენს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს შეხვდნენ. შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე შედგა.  მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საყვარელი სპორტსმენისთვის კითხვები დაესვათ  და მისგან საინტერესო პასუხები მიეღოთ. შეხვედრა საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, ბავშვების განსაკუთრებულ ინტერესს ლაშა ტალახაძის, როგორც პლანეტის უძლიერესი სპორტსმენის ტიტული წარმოადგენდა –  როგორი ბავშვობა ჰქონდა სპორტსმენს, რაზე ოცნებობდა  და როგორ მიაღწია ასეთ წარმატებას – ყველა…

მეტი

“შეხვედრა ჩემპიონთან” – ახალი სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

“შეხვედრა ჩემპიონთან” – ახალი სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

პანდემია ბავშვების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ნეგატიურად მოქმედებს და რადგან მოსწავლეებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მაინც მოწყვეტილი არიან გარე სამყაროს, ღლით ერთფეროვნება და სიახლის მოთხოვნილება უჩნდებათ.

მეტი

BBC – კორონავირუსის პირველ ვაქცინას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია

BBC – კორონავირუსის პირველ ვაქცინას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია

BBC -ის ცნობით, წინასწარი კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ კორონავირუსის პირველ ვაქცინას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია.  კვლვევაში ჩართული იყო 6 ქვეყანა, ვაქცინა 43 500 ადამიანზე გამოსცადეს. ეს გახლავთ გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინა.  BioNTech-ისა და Pfizer-ის განცხადებით, 9 ნოემბერი მეცნიერებისა და კაცობრიობისათვის უდიდესი დღეა. კომპანიები გეგმავენ, რომ თვის ბოლოსთვის გააკეთონ განაცხადი ვაქცინის დაუყოვნებლივ დასამტკიცებლად. ახალი ზელანდიის მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის 1,5 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა.

მეტი

არის თუ არა აღმოჩენილი კოსმოსური რადიოტალღები “არამიწიერ ცივილიზაციათა მიერ გამოგზავნილი სიგნალები”

არის თუ არა აღმოჩენილი კოსმოსური რადიოტალღები “არამიწიერ ცივილიზაციათა მიერ გამოგზავნილი სიგნალები”

პირველად ისტორიაში, ასტროფიზიკოსებმა ჩვენს გალაქტიკაში წარმოქმნილი კოსმოსური რადიოტალღების ანთება დააფიქსირეს და მისი წყაროც დაადგინეს. ამის შესახებ იუწყება ახალი კვლევა, რომელიც სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოს სრულიად ახალ სინათლეს ჰფენს. სწრაფი რადიოსიგნალების ანთება (FRB) წარმოადგენს რადიოგამოსხივების ძლიერ ნათებას, რომელიც მხოლოდ რამდენიმე მილიწამის განმავლობაში გრძელდება; ისინი პირველად 2007 წელს დააფიქსირეს და მას შემდეგ, ასტრონომთათვის დიდ თავსატეხად იქცა. ეს სიგნალები ძირითადად ექსტრაგალაქტიკურია, ანუ მოდის ჩვენი გალაქტიკის გარედან, მაგრამ 2020 წლის 28 აპრილს, მსოფლიოს მრავალმა ტელესკოპმა დააფიქსირა კაშკაშა სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) ირმის ნახტომის ერთსა და…

მეტი

გაფრთხილება მშობლებს! ნახეთ, ხომ არ არის თქვენი შვილი “ფეისბუქის” ამ ჯგუფში ბულინგის მსხვერპლი

გაფრთხილება მშობლებს! ნახეთ, ხომ არ არის თქვენი შვილი “ფეისბუქის” ამ ჯგუფში ბულინგის მსხვერპლი

ბოლო ორი დღეა სოციალურ ქსელში მშობლების შემაშფოთებელ პოსტებს ხშირად შეხვდებით. როგორც ირკვევა “ფეისბუქში” შექმნილია არასრულწლოვანთა ჯგუფი, სადაც ბავშვები სექსუალური ხასიათის ფოტოკონტენტს აზიარებენ და ერთმანეთს აბულინგებენ. „ხალხო, 20000 ბავშვზე მეტია გაწევრიანებული. ერქვა “ჩემი ქრაში”, ახლა ჰქვია პატარა გოგო ბიჭები. ხოდა აქ არიან გაწევრიანებული 10-15 წლამდე ბავშვები. მაგრამ უმეტესობა 11-12 წლისაა. დებენ სურათებს წარწერით “დამქრაშავდით?” ლამაზი ვარ? ან შემაფასეთ… კომენტარებში მიდის სრული ბულინგი, რომ ზოგი მსუქანია, ზოგი მახინჯი, ზოგს არც კი დაანახებდა და არც კიი გაჟიმავდა. ამას…

მეტი

გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განათლების დაფინანსება გაგრძელდება

გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განათლების დაფინანსება გაგრძელდება

გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2020-2021 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელება, ასევე ამავე სოფლების მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა. გადაწყვეტილება ამის შესახებ სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სხდომაში როგორც კომისიის წევრი ცალკეული უწყებების წარმომადგენლები, ისე ცალკეული მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კომისიაზე ცალკეული მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები დასვა, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელეს. კომისიის ფარგლებში ამ პრობლემების გადაჭრის გზები და საშუალებები განისაზღვრა. „ეს იყო კომისიის თანათავმჯდომარის და სახელმწიფო…

მეტი

ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთიდან ჩამოტანილი რუკებით ილია მეორესთან იმყოფებოდა

ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთიდან ჩამოტანილი რუკებით ილია მეორესთან იმყოფებოდა

რა იცის საპატრიარქომ რუკებთან დაკავშირებული ახალი გარემოებების შესახებ? – ამ სათაურით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სექტემბერში ილია მეორეს შეხვდა და კარტოგრაფიული მასალა წარუდგინა. განცხადების ტექსტს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: “2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და მღვდელმთავრებს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად. თავდაცვის მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქს გააცნო ბოლო დროს მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა, კერძოდ, ის დოკუმენტაცია, რომელიც…

მეტი
1 2 3 6