ოლიმპიური ჩემპიონი ჯილდოდ 1 მილიონ ლარს მიიღებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ჯილდოდ 1 მილიონ ლარს მიიღებს.

ამის შესახებ, დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური და პარალიმინური ნაკრებების გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონიალზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

საზეიმო ღონისძიებას პრემიერთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი, თბილისის მერი, იაპონიის ელჩი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ტოკიო2020-ზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან.

ოლიმპიური თამაშები სტარტს 23 ივლისს აიღებს და 11 აგვისტოს დასრულდება.

  •  
  •  
  •  
  •  
  •