საქართველო რაგბი ევროპის 2021 წლის გათამაშების ჩემპიონია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი 2021 წლის ჩემპიონობის თასი თელავში ჩაიბარა.

ტურნირის ბოლო დაპირისპირება, ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებთან გამართეს და სოლიდური უპირატესობით – 48:15 დაამარცხეს.

ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ანგარიში მე-11 წუთზე, ნინიაშვილის ლელოთი გახსნეს, რასაც 24-ე და 40-ე წუთებზე ტაბუცაძისა და ლობჟანიძის ლელოები მოჰყვა. პირველ ნახევარში სტუმრებმა მხოლოდ რვა ქულა მოიპოვეს, რასაც მეორე ტაიმში 7 ქულა შემატეს.

დუბლები კი ტაბუცაძემ და ნინიაშვილმა გაიფორმეს. მთლიანობაში, შეხვედრა ქართველების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც შედეგშიც აისახა.

მიმდინარე გათამაშება, საქართველოს ნაკრებმა წაუგებლად დაასრულა და ტურნირის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა. რეგიონში კი, ასეთი მასშტაბის მატჩი, მორაგბეთა ნაკრებმა პირველად გამართა და სწორედ თელავში ჩაიბარეს ქართველებმა კუთვნილი საჩემპიონო თასი.

ფოტო: რაგბის კავშირი

  •  
  •  
  •  
  •  
  •