ქართველი კარატისტების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა კარატისტებმა, პირველ საშეჯიბრო დღეს სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

55 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედლის მფლობელი თეონა გაზდელიანი გახდა.

65 კილოგრამში გამართულ ქართულ ფინალში, ანდრეი ზინჩენკოსა და სერგო მოვსესიანს შორის, გამარჯვება ზინჩენკოს დარჩა, შესაბამისად, მოვსესიანს ვერცხლის მედალი ერგო.

75 კგ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედალი ლაშა ოზბეტელაშვილმა მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატი ხვალ დასრულდება

  •  
  •  
  •  
  •  
  •