21 წლის ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ვიცე ჩემპიონია

21 წლის ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია.

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალგაზრდა ქართველი, ფინალში ბელგიელ მატიას კასესთან, გოლდენ სქორში დაამარცხდა.

ტატო გრიგალაშვილმა გასულ წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო, რასაც იანვარში, დოჰაში, ყატარის მასტერსის ოქროს შემატა.

საქართველოს ნაკრებისთვის გრიგალაშვილის ვერცხლი მეორე მედალია, გუშინ, მსოფლიო ჩემპიონობა ლაშა შავდათუაშვილმა იზეიმა.

ამავე წონაში, მესამე წრეში დამარცხდა ლუკა მაისურაძე და მედლისთვის ბრძოლა ვერ გააგრძელა. პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძემ კი უზბეკი ბოლტაბოევი გოლდენ სქორში დაამარცხა და კარიერაში პირველად, დიდ ტურნირზე, მედალს დაეუფლა. ტატო გრიგალაშვილთან ერთად, კვარცხლბეკზე ანრი ეგუტიძეც იდგება.

ხვალ, ბუდაპეშტის ტატამზე -90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებს.

  •  
  •  
  •  
  •  
  •