ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ლაშა შავდათუაშვილი  (-73კგ) მსოფლიოს ჩემპიონია.

ქართველმა ძიუდოისტმა შვედი ტომას მაციასი გოლდენ სკორში სამი შიდოთი დაამარცხა და კარიერაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ფინალში გასასვლელად შავდათუაშვილმა გზა დამაჯერებლად გაიარა. ნახევარფინალში თურქ ბილალს მოუგო, მანამდე კი მონღოლი, ებრაელი, პერუელი და ბრაზილიელი მოტოქეები ჩამოიშორა.

ლაშა შავდათუაშვილი გახდა ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც კარიერაში ევროპა, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშები მოიგო.

  •  
  •  
  •  
  •  
  •