რესტორნებისთვის შეზღუდვები იხსნება, თუმცა დიდი ღონისძიებები იკრძალება

1 ივნისიდან რესტორნებს სტუმრების  დახურულ სივრცეში  მიღება შაბათ-კვირასაც შეეძლებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ დღეს მიიღო.
„გასულ კვირას გადავწყვიტეთ, რომ შეგვემსუბუქებინა რესტორნებთან მიმართებით მოქმედი შეზღუდვა. კერძოდ, კვების ობიექტებს აქვთ უფლება, მიიღონ სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებისთვის შეზღუდვა 1 ივნისიდან სრულად მოიხსნება“, – განაცხადა ღიბრაძემ და დასძინა, რომ დიდი სოციალური ღონისძიებების გამართვა კვლავ შეზღუდულია.

  •  
  •  
  •  
  •  
  •