მძიმე ტრავმის შემდეგ, ლუხუმ ჩხვიმიანი ყაზანის გრან სლემის ჩემპიონია

ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა

დაახლოებით 4 თვიანი პაუზისა და მძიმე ტრავმის შემდეგ, ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ) ტატამს ყაზანის გრან სლემზე დაუბრუნდა და ოქროს მედალიც მოიპოვა.

საჩემპიონო დაპირისპირებაში, ქართველმა ფალავანმა, რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა და რუსეთში საქართველოს ჰიმნი პირველივე საშეჯიბრო დღეს ააჟღერა. ფინალამდე, ნახევარფინალში ჩხვიმიანმა კიდევ ერთ რუსს, რამაზან აბდულაევს სძლია.

ლუხუმ ჩხვიმიანმა ხერხემლის მძიმე დაზიანება, 4 თვის წინ, ყვარელში, შეკრებაზე მიიღო, რის შემდეგაც ტატამზე ფაქტიურად არ შესულა და ამ დრომდე რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა.

დღესვე, -66 კგ წონით კატეგორიაში მედლის გარეშე დარჩა ბაგრატ ნინიაშვილი.

  •  
  •  
  •  
  •  
  •