ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ჩემპიონია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირი მოიგო და კარიერაში მეხუთე ATP ტიტულს დაეუფლა.

ფინალურ ორთაბრძოლაში, ქართველმა ჩოგბურთელმა, მასპინძელი, იან-ლენარდ შტრუფი, ორ სეტში – 4:6, 6:7 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

წელს, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ეს მეორე ტიტულია. სულ ცოტა ხნის უკან, ქართველმა Qatar Open ტრიუმფით დაასრულა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამ მოგების შემდეგ 1850 ქულით, მსოფლიო კვალიფიკაციაში 31-ე პოზიციაზე აინაცვლა.

  • 4.5K
  •  
  •  
  •  
  •