გიგა ჭიკაძე მთავრობას: მგონი უნდა შეგვეხმიანოთ და ყურადღება მოგვაქციოთ

ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ, დღეს გამთენიას, UFC Vegas 25-ის ტურნირზე, კაბ სვანსონთან შთამბეჭდავი გამარჯვება წუთსა და სამ წამში მოახერხა და გამარჯვების შემდეგ საქართველოს მთავრობას მიმართა.

ქართველი სპორტსმენი მთავრობას მოუწოდებს, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ მათ.

“მინდა, მივმართო საქართველოს მთავრობას. რომელი სპორტია ამაზე მაგარი საქართველოში? მგონი, უნდა შეგვეხმიანოთ და ცოტა უფრო მეტი ყურადღება მოგვაქციოთ, რადგან ვიცი, რომ უფრო მაგარ საქმეებს გავაკეთებთ”, – განაცხადა გიგა ჭიკაძემ.

ამავე ტურნირზე, იბრძოლა და გამარჯვება მოიპოვა მერაბ დვალიშვილმაც, რომელიც კოდი სტამანთან ორთაბრძოლაში, მთელი შეხვედრა დომინირებდა და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

გიგა ჭიკაძემ მოგებით 276 ათასი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, მერაბ დვალიშვილმა კი – 130 ათასი დოლარი.

  • 86
  •  
  •  
  •  
  •