„ჯორჯიან თაიმსი“ პირველ სატელევიზიო სეზონს იწყებს

GTTV.GE - სიმართლე გვაკავშირებს

სამაუწყებლო კომპანია „ჯორჯიან თაიმსი“ 26 აპრილიდან პირველ სატელევიზიო სეზონს იწყებს. ყოველდღე, უწყვეტ ეთერში თქვენ ნახავთ, სანფორმაციო-პოლიტიკურ, საზოგადოებრივ-კულტურულ, სამეცნიერო-დოკუმენტურ, სპორტულ და შემეცნებით გადაცემებს, თოქ-შოუებს და საავტორო პროექტებს.
არხის გადაცემების ნახვას შეძლებთ ყველა სატელეკომუნიკაციო ოპერატორზე – სილქნეტი 287, ახალი ქსელები – 280, მაგთი – 74, სუპერტივი 24.
„ჯორჯიან თაიმსის“ სატელევიზიო ეთერში, დღის განმავლობაში რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემების ტრანსლირებაც მოხდება. ეს, საქართველოში, ტელევიზიისა და რადიოს, სატელევიზიო სიხშირეზე ერთობლივი მაუწყებლობის პირველი პრეცენდენტია, რაც „ჯორჯიან თაიმისის“ გავრცელების არეალს კიდევ უფრო აფართოებს.
„ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში თქვენ ნახავთ ექსკლუზიურ ინტერვიუებს, შეხვდებით ეპოქალურ ადამიანებს, თანამედროვე გმირებსა და საქმიანი სფეროს წარმომადგენლებს.
არხის სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკის სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტების ფარგლებში გაგაცნობთ ახალგაზრდა სტარტაპერებსა და გამომგონებლებს, საზოგადოებისთვის უცნობ სახეებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნიან ეროვნულ პროდუქტს.
სამაუწყებლო ბადეშია, ექსკლუზიური პროექტები, მათ შორის, სამეცნიერო დოკუმენტალისტიკა – „ჯორჯიან თაიმსის“ საავტორო პროექტი „ქართული ცივილიზაციის დაკარგული ფრაგმენტები“, რომელიც დღემდე უცნობ ისტორიულ ფაქტებზე, სამეცნიერო დასკვნების საფუძველზე მოგითხრობთ.
„სიმართლე გვაკავშირებს“ არხის საინფორმაციო პოლიტიკაა, რომელიც სრულიად ეფუძნება მედიასტანდარტს. საინფორმაციო გამოშვებებსა და თოქ-შოუებში თქვენ მოისმეთ დაბალანსებულ ინფორმაციას მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოვლენებზე.
რაც შეეხება ინტერნეტრესურსს, ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერს, გადაცემებს და ინფორმაციას, ნახავთ ვებგვერდზე: www.gttv.ge არხის გადაცემები და პირდაპირი ეთერი ასევე გავრცელდება სოციალურ ქსელში, ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდსა და თემატურ ჯგუფებში.
მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ საქართველოს მედიაბაზარზეა 1993 წლიდან. ჰოლდინგი აერთიანებს შემდეგ მედიაპროდუქტებს: ქართულ და ინგლისურენოვან გაზეთს „The Georgian Times”, ონლაინ გამოცემას www.geotimes.ge , საინფორმაციო სააგენტოს www.gtmedia.ge და რეიტიგების ლიდერ რადიოს „ჯორჯიან თაიმსი“ – fm 92,3 www.gtradio.ge

  • 6
  •  
  •  
  •  
  •