ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია

საქართველოს-ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვარშავაში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე (72კგ) ევროპის ჩემპიონია.

ქართველმა ფალავანმა, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპირველობის ფინალში, სომეხი მეტოქე 4:1 დაამარცხა და ეროვნულ გუნდს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ლადო გეგეშიძის ნაკრებისთვის ეს ჯერ-ჯერობით მესამე მედალია. გუშინ, ბრინჯაოს მედალს ლერი აბულაძე (63კგ) დაეუფლა, ხოლო ოქროს ფინალი დათმო იაკობ ქაჯაიამ და ვერცხს დასჯერდა.

დღესვე, მესამე ადგილისთვის აივენგო რიკაძე (82კგ) იჭიდავებს.

  • 2.9K
  •  
  •  
  •  
  •