აივენგო რიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აივენგო რიკაძემ (82კგ) ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რიკაძემ, რომელიც დებიუტანტი იყო უფროსებში, ევროპის ჩემპიონატზე, ნახევარფინალის გარდა ყველა დაპირისპირება მოიგო, ბრინჯაოს ფინალში კი სომეხი მეტოქე 2:3 დაამარცხა.

ლადო გეგეშიძის გუნდმა ვარშავის ევროპირველობაზე გამოსვლა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ტურნირის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე(72კგ) გახდა, ვიცე ჩემპიონი – იაკობ ქაჯაია (130კგ), ლერი აბულაძე (63კგ) კი ბრინჯაოს დაეპატრონა.

მოპოვებული ქულებით, ბერძენ-რომაელები ევროპის გუნდურ მესამე ადგილზე გადიან.

  • 281
  •  
  •  
  •  
  •