ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძე (79კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი ნიკა კენჭაძემ მოუტანა, რომელმაც წუთზე ნაკლებ დროში, სომეხი ავაგიანი, აშკარა უპირატესობით – 12:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბეჭებზე გააკრა და პირწმინდად მოიგო ელიზბარ ოდიკაძემ აზერბაიჯანელ მეტოქესთან და მისი მედალი მეორეა გიორგი იანტბელიძის გუნდისთვის. კარიერაში კი, ოდიკაძისთვის ეს მერვე ევროპული მედალია.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ევროპირველობას ხვალ დაასრულებენ, სადაც საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ სანდრო ამინაშვილს (86კგ) აქვს. ბექა ლომთაძე (61კგ) ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, ხოლო დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებენ მედლებისთვის ბრძოლას ავთო კენჭაძე (74კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ).

  •  
  •  
  •  
  •  
  •