3 რეკორდი და 3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან

ძალოსანი ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი და სამი ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელია.

მოსკოვში მიმდინარე ევროპირველობაზე, ქართველმა ძალოსანმა, ატაცში, თავისი ბოლო მსოფლიო რეკორდი, 220 კგ გააუმჯობესა და 222 (207/217კგ) კილოგრამი დაძლია და უალტერნატივოდ, ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში, ქართველმა გოლიათმა 245/253/263 დაძლია, თუმცა, უკვე მეორე მისვლაზე ევროპის ჩემპიონის ტიტული და სამი ოქროს მედალი გაინაღდა.

ლაშა ტალახაძის რეკორდი აკვრაში 260 კილოგრამი იყო და აქაც, მან თავისივე მაჩვენებელი გააუმჯობესა.

ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 485 კილოგრამი დაძლია.

ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი თურმანიძემ კი 191 კგ შეუკვეთა და სამივე მისვლა გაუცუდდა, აკვრაში კი ის აღარ გამოსულა. ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ექიმების გადაწყვეტილებით, ტრავმის გამო, თურმანიძემ ასპარეზობა აღარ გააგრძელა.

  • 4.8K
  •  
  •  
  •  
  •