3 ოქრო მოსკოვიდან – ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონია

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რამდენიმე წუთის წინ, ანტონ პლესნოიმ აკვრაში, ატაცსა და ორჭიდის ჯამში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

პლესნოიმ, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, ატაცში სამივე ცდა 171/175/180 წარმატების გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა. პლესნოიმ უახლოეს მდევარს, მეორე და მესამე ადგილოსნებ ბულგარელ ძალოსანს 8, ხოლო რუსს 13 კილოგრამით აჯობა.

აკვრაში პლესნოიმ 207/213 კგ დაძლია, მესამე მისვლა კი გაუფუჭდა, ორჭიდის ჯამში 393 კგ დააგროვა და აქაც ოქროს მედალს დაეუფლა.

ანტონ პლესნოის გამარჯვება 9 აპრილს და საქართველოს თავისუფლებას მიეძღვნა.

  • 1.5K
  •  
  •  
  •  
  •