რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

რევაზ დავითაძემ (89კგ) ატაცში 166/171 კილოგრამი დაძლია და ვერცხლს დაეუფლა, ხოლო აკვრაში, 198/203 კილოგრამით პირველობა არავის დაუთმო და ოქრო დაისაკუთრა.

ორჭიდის ჯამში, ქართველმა ძალოსანმა 374 კგ დააგროვა და აქაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების მონაგარი ასეთია: შოთიკო მიშველიძე ატაცი და ორჭიდი 2 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი აკვრაში ბრინჯაო მოიპოვა.

  • 685
  •  
  •  
  •  
  •