ძალოსანი შოთა მიშველიძე ევროპის ვიცე ჩემპიონია

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, შოთა მიშველიძემ ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა.

61 კგ წონით კატეგორიაში, შოთა მიშველიძემ ატაცში 131/135 დაძლია და საქართველოს ძალოსანთა ყულაბას 2021 წლის პირველი მედალი შესძინა.

ძალოსანმა აკვრაში 155 დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში 290 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა.

რუსულ ფიცარნაგზე, ამავე წონაში, რამინ შამილიშვილიც გამოვიდა, ძალოსანმა ატაცში 124 კილოგრამს გაართვა თავი და მე-8 ადგილზე გავიდა. შამილიშვილი აკვრაში დაძლეული 147/155 კილოგრამით მე-7, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 279კილოგრამით მე-9 ადგილზე გავიდა.

  • 91
  •  
  •  
  •  
  •