ლუის ენრიკე: ხვიჩა კვარაცხელიას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ახალაგზრდა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და აღნიშნა, რომ თუ ის ასე გააგრძელებს პროგრესს, მას დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებს.

“ის ძალიან ახალგაზრდაა, მაღალი სათამაშო ხარისხით და თუ ასე გააგრძელებს, სავარაუდოდ, ძალიან კარგი მოთამაშე გახდება და მას დიდ კარიერას ვუწინასწარმეტყველებ”, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

ესპანელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან თამაში იმაზე უფრო რთული გამოდგა, ვიდრე ეს საბერძნეთთან შეხვედრაში იყო.

“ძალიან რთული მატჩი იყო. ცოტა ყოფილა ასეთი სირთულის თამაშები ჩვენთვის, კიდევ უფრო ძნელი, ვიდრე საბერძნეთთან მატჩი. ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ დაცვაში ძალიან კარგად იდგა საქარტველოს ნაკრები და მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავუშვით, ვეცადეთ შემოგვებრუნებინა თამში, შევცვალეთ თამაშის სტილი. აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე იზრდება და იმაზე უფრო ძლიერი თამაში აჩვენა, ვიდრე შვედეთთან. ასეთი გაბედულება, საქართველოს სახლში თამაშმა და მაყურებელმა მისცა, მაგრამ ჩვენ შევძელით გაგვეთანაბრებინა და თამაში მოგვეგო კიდეც”, – განაცხადა ენრიკემ.

საქართველოსა და ესპანეთს შორის საფეხბურთო მატჩი, სტუმრების გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. ქართველთა მხრიდან, ერთადერთი გოლი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას ანაგრიშზეა.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

  • 226
  •  
  •  
  •  
  •