გელა ზაალიშვილი თბილისის გრან სლემის ჩემპიონია

მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი (+100კგ) თბილისის ძიუდოს გრან სლემის ჩემპიონია.

ქართველმა ფალავანმა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

დღესვე, -100 კგ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძემ კარიერაში პირველი ვერცხლის მედალი მოიგო. მან ნახევარფინალში ტომა ნიკოფოროვს აჯობა, ჩემპიონის ტიტული კი კანადელ მეტოქეს დაუთმო.

ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა საბა ინანეიშვილმა (+100კგ).

თბილისის გრან სლემის ჩემპიონი გახდა თემურ ნოზაძე (-60კგ), ვერცხლის მედალს ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოებს – ლაშა შავდათუაშვილი, ალეკო მამიაშვილი (ორივე -73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81კგ).

გოგონათა შორის, ვერცხლის მედლისა და ვიცე ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ეთო ლიპარტელიანი გახდა (-57კგ).

  • 170
  •  
  •  
  •  
  •