როცა კერპს ამარცხებ – ღამე, რომელიც ბასილაშვილს არასოდეს დაავიწყდება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში, სულ ცოტა ხნის წინ ისტორია დაწერა და ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ქართველმა მეტოქე სამ სეტში – 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა და სენსაციური შედეგი დააფიქსირა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა განაცხადა, რომ ის როჯერ ფედერერის თამაშებზე გაიზარდა და მან, ამ ღამეს, თავისი კერპი დაამარცხა.

“დაუჯერებელია, როჯერ ფედერერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია. მასთან თამაშიც კი უბრალოდ სასიამოვნოა. მიხარია, რომ დაბრუნდა. დღეს ოცნება ამიხდა. ის ჩემი კერპი იყო. არაჩვეულებრივი, დაუჯერებელი მოთამაშეა და ექსტრემალურად გახარებული ვარ. არა მხოლოდ მე, არამედ ბევრი სხვა მოთამაშეც ფედერერის ყურებაში გავიზარდეთ. ის ჩემი კერპი იყო და დაუჯერებელი პერსონაა. ძალიან ბედნიერი დღეა და ღამე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება”, – განაცხადა ბასილაშვილმა.

როჯერ ფედერერის დამარცხებით, ბასილაშვილმა დოჰას მასტერსის ნახევარფინალის საგზური მიიღო. ტურნირის მოგების შემთხვევაში, ის 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

  • 1K
  •  
  •  
  •  
  •