საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, ხვალ განმეორებით ყრილობაზე აირჩევენ, ვინაიდან, 24 თებერვალს დაგეგმილი სხდომა, ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

გავრცელებული ანონსით, ირაკლი აბუსერიძე, თავის მომხრეებთან ერთად, “შერკინების” მოწყობას აპირებს ყრილობის ჩაშლის მოტივით, ამასთან დაკავშირებით, რაგბის კავშირის გამგეობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან, ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებებისა და განცხადებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ, რომ დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში! თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და მისცენ საქართველოს რაგბის კავშირს კანონიერად დანიშული, ნამდვილ წევრთა კრების (ყრილობა) ჩატარების შესაძლებლობა, რათა ამ ქმედებებიდან გამომდინარე არ მოხდეს მეტად ქართული რაგბის სახელის შელახვა!

აგრეთვე მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, რომ 10 მარტს, ექსპო ჯორჯიაში გასამართ საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრების დროს მაქსიმალურად უზრუნველყონ წესრიგის დაცვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • 3
  •  
  •  
  •  
  •