თვითმკვლელობა მე-4 ბრიგადაში – ჯარისკაცმა იარაღი ისროლა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურემ თვითმკვლელობის მიზნით ისროლა.

უწყების ცნობით, სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.” ნათქვამია თავდაცვის ინფორმაციაში.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით მომხდარი შემთხვევა სავარაუდოდ ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • 12
  •  
  •  
  •  
  •