საქართველოში სასამართლოს საქმიანობაში  ხელისუფლების ჩარევა პრობლემად რჩება – Freedom House

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House- ის ანგარიშში – „თავისუფლება მსოფლიოში 2021“-ში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმების მიუხედავად,  სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა, არსებით პრობლემად რჩება.

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შესული კონსტიტუციური სტრუქტურის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ასახელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არა პრეზიდენტი; ამის შემდეგ პარლამენტი ამტკიცებს მოსამართლეებს. სასამართლო თვითმმართველი ორგანო ირჩევს საბჭოს წევრთა უმეტესობას. 2018 წლის დეკემბერში საბჭომ წარადგინა უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სია, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ განაცხადა, რომ მან გამოიყენა გაუმჭვირვალე პროცესი და შეარჩია შებღალული რეპუტაციის მქონე მოსამართლეები. იმავე თვის ბოლოს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა, მისი შეფასებით „ნაჩქარევი და მიუღებელი“ პროცესის, პროტესტის ნიშნად. 2019 წლის დეკემბერში პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, თუმცა ოპოზიციის წევრებმა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ევროპის საბჭოს და სხვა ინსტიტუტების დამკვირვებლებმა გააკრიტიკეს მოსამართლეთა დანიშვნები და განაცხადეს, რომ კანდიდატებმა საჭირო ცოდნა ან მიუკერძოებლობა ვერ გამოავლინეს“, – ნათქვამია Freedom House-ის  ანგარიშში.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •