რაგბის კავშირის პრეზიდენტს 10 მარტს აირჩევენ

განმეორებითი ყრილობის თარიღი, 27 თებერვალს, ZOOM-ში ჩატარებულ გამგეობის სხდომაზე გახდა ცნობილი

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, განმეორებითი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 10 მარტს ჩაინიშნა.

“2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, წერეთლის ქ. N118, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი”, – ნათქვამია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ჩანიშნული ყრილობა ქვროუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. იმავე ყრილობის პარალელურად კი დებოშსა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

  • 19
  •  
  •  
  •  
  •