ნიკა კენჭაძე და ირაკლი მწითური კიევის ტურნირის გამარჯვებულები არიან

ნიკა კენჭაძე (79კგ) და ირაკლი მწითური (92კგ) ის ორი მოჭიდავეა, რომლებმაც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, კიევის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოუტანეს.

ნიკა კენჭაძემ, ოქროს ფინალში თურქი რამაზან სარი დაამარცხა, ირაკლი მწითურმა კი – უკრაინელი პიდლიპინეცი.

კიდევ ერთი მედალი გიორგი სულავას (74კგ) ანგარიშზეა, რომელმაც ბრინჯაო დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ ნიკა კენჭაძეც და ირაკლი მწითურიც, ორივე გიორგი გოშელიძის მოსწავლეები არიან.

  • 20
  •  
  •  
  •  
  •