ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ტრიუმფი კიევში

საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, კიევის საერთაშორისო ტურნირი ტრიუმფით დააასრულა. 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ეს არის ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი მონაგარი უკრაინის დედაქალაქიდან.
5 ოქროს ფინალიდან, ორი ქართული შედგა. რამაზ ზოიძემ ჯონი ხეცურიანს სძლია, იაკობ ქაჯაიამ კი – ზვიად პატარიძეს.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შედეგები ასე გამოიყურება:
ოქრო
ნუგზარ წურწუმია 55 კგ
ლერი აბულაძე 63 კგ
რამაზ ზოიძე 67 კგ
აივენგო რიკაძე 82 კგ
იაკობ ქაჯაია 130 კგ
ვერცხლი
ჯონი ხეცურიანი 67 კგ
შმაგი ბოლქვაძე 72 კგ
ლაშა გობაძე 87 კგ
გიორგი მელია 97 კგ
ზვიად პატარიძე 130 კგ
ბრინჯაო
რამაზ სილაგავა 55 კგ
კიევის საერთაშორისო ტურნირზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, 18-21 მარტს, ბუდაპეშტში გასამართ ტოკიოს სალიცენზიო ტურნირზე ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაკომპლექტდება.
119