ლაშა ბექაურმა ნიკო შერაზადიშვილი დაამარცხა და თელ ავივის გრან სლემი მოიგო

თელ ავივის ძიუდოს გრან სლემი ტრიუმფით დაასრულა ლაშა ბექაურმა (-90კგ), რომელმაც მთელი ტურნირი შთამბეჭდავად იასპარეზა.

ოქროს ფინალში, ქართველმა ფალავანმა, ესპანელების მსოფლიო ჩემპიონი, ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.

ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ბექა ღვინიაშვილი, რომელმაც ნახევარფინალში გამსვლელი დაპირისპირება სლოვაკ რანდლთან დათმო.

-100 კგ წონით კატეგორიაში, არც თუ ურიგოდ გამოვიდა ახალგაზრდა ილია სულამანიძე, რომელსაც ნახევარფინალამდე ცოტა დააკლდა, თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ ქართულ ფინალში, მან ონისე სანებლიძეს აჯობა და ისრაელიდან შინ ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.

+100კგ წონით კატეგორიაში, ორივე ქართველმა მძიმეწონოსანმა, გურამ თუშიშვილმა და გელა ზაალიშვილმა ნახევარფინალში შეძლეს გასვლა, სადაც ერთმანეთს დაეჭიდნენ და გამარჯვება ზაალიშვილს დარჩა. ოქროს მედლისთვის, ახალგაზრდა ძიუდოისტი რუს ბაშაევს შეხვდება.

ამრიგად, ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების აქტივში ამ დროისთვის, 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია. აქედან, 1 ბრინჯაო ეთერ ლიპარტელიანის ანგარიშზეა, თუმცა, ტურნირის დასრულებამდე, საქართველოს 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მოპოვების შანსი კიდევ აქვს.

ფოტო: საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

  • 483
  •  
  •  
  •  
  •