გელა ზაალიშვილმა რუს ბაშაევს იპონით სძლია და თელ ავივის გრან სლემის ჩემპიონია

თელ ავივილის ძიუდოს გრან სლემის ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მოიპოვა გელა ზაალიშვილმა, რომელმაც ფინალში, რუსი ტამირლან ბაშაევს იპონით მოუგო.

გელა ზაალიშვილმა, ნახევარფინალში გურამ თუშიშვილს სძლია, რომელმაც თავის მხრივ, ბრინჯაოსთვის ბრძოლა ბელარუს ვახავიაკს არ დაუთმო.

ზაალიშვილის ოქრო საქართველოს ნაკრებისთვის მეორეა. დღესვე, გრან სლემის ტრიუმფატორი გახდა ლაშა ბექაური (-90კგ).

თელ ავივის გრან სლემი ეროვნულმა გუნდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ვიცე ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა თემურ ნოზაძე, ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანს, ბაჩო ტატალაშვილს,  ბექა ღვინიაშვილს, ილია სულამანიძესა და გურამ თუშიშვილის ერგოთ.

  • 1.3K
  •  
  •  
  •  
  •