პირველი მარცხი საკვალიფიკაციო ეტაპზე:საქართველო- სერბეთი 66:92

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა.

ილიას ზუროსის შეგირდებმა, თბილისის სპორტის სასახლეში სერბეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით – 66:92 დამარცხდა.

მესამე პერიოდიდან, სერბეთმა საქართველოს აქტიურად შეუტია, რაც მათ სოლიდურ უპირატესობაში გამოიხატა. საბოლოოდ კი, 26 ქულიანი სხვაობით წავაგეთ.

მიუხედავად მარცხისა, ეროვნული ნაკრები 9 ქულით ცხრილს ლიდერობს, ამ მოგებით კი, სერბეთს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.

მორიგ დაპირისპირებას, ზუროსის გუნდი, ისევ სპორტის სასახლეში, ფინეთთან 21 თებერვალს გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

  • 30
  •  
  •  
  •  
  •