ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ღარიბაშვილმა ცვლილებები დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება მაია ცქიტიშვილი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ასევე ვიცე პრემიერის პოსტს იკავებდა. ცქიტიშვილს პოსტზე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილს კი, თავდაცვის სამინისტროში, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

სავარაუდოდ, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ დაასახელა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდეც იკავებდა.

  •  
  •  
  •  
  •  
  •